მწვალებლობაში შთავარდნილთა ხელახალი მონათვლა დაუშვებელია, რადგან ასეთი ნათლობა არანამდვილია, მოჩვენებითია, რამეთუ ჭეშმარიტი ნათლისღება ერთადერთია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" (მრწამსი).
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუ...
იხილეთ სრულად
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუხისმგებლობით ევალება.
არსებობს მცდარი აზრი, თითქოს იმდენი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში, რამდენსაც ეპატრონები, იმდენის მონათვლა შეგიძლია და თუ შენ გეეჭვება, მაშინ სხვა მონათლავს, ვ...
სადა დაიმკვიდრების საწუთო ესე, რომელ კაცნი ოთხმეოცსა წელსა ვერა იცოცხლებენ? სადა იქმნა დამკვიდრება? ვიდრე ცოცხალ იყოს მშვიდნი, სოფელიცა ესე დაიმკვიდროს, ხოლო ქრისტეს მიერ ქადაგებული სასუფეველი დაიმკვიდროს უკუნისამდე, რომელ არს სოფ...
იხილეთ სრულად
სადა დაიმკვიდრების საწუთო ესე, რომელ კაცნი ოთხმეოცსა წელსა ვერა იცოცხლებენ? სადა იქმნა დამკვიდრება? ვიდრე ცოცხალ იყოს მშვიდნი, სოფელიცა ესე დაიმკვიდროს, ხოლო ქრისტეს მიერ ქადაგებული სასუფეველი დაიმკვიდროს უკუნისამდე, რომელ არს სოფელი წარუვალი და სამკვიდრებელი მშვიდთა, მოუშლელი სამარადისოდ.
რა გნებავს ჰოი, მშვიდნო, უდიდესი ამისი? ვითარსა პატივსა გყოფსთ უფალი, ვითარ განიჭებსთ, ვითარ მიგიზიდავსთ, ვითარ აღგამაღლებსთ!
"ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ...
მშვიდნო, ღმრთისაგან ნეტარეულნ, მშვიდნო, წინასწარმეტყველთაგან სანატრელნო და მღვდელთმოძღვართა მიერ საქებელნო, თავს იდევით სიმშვიდე და ნუ მოაკლებთ კეთილსა საქმესა მაგას, ნუ მოუძლურდებით, რათა არა გამოსცვივნეთ სასუფეველსა და ნიჭისაგან...
იხილეთ სრულად
მშვიდნო, ღმრთისაგან ნეტარეულნ, მშვიდნო, წინასწარმეტყველთაგან სანატრელნო და მღვდელთმოძღვართა მიერ საქებელნო, თავს იდევით სიმშვიდე და ნუ მოაკლებთ კეთილსა საქმესა მაგას, ნუ მოუძლურდებით, რათა არა გამოსცვივნეთ სასუფეველსა და ნიჭისაგან ღმრთისა და დიდებისა მისგან წარუვალისა ვითარცა გლისპთა და მრისხანენი, ვითარცა მტაცებელნი და მძლავრნი, განშორებულნი ღმრთისაგან, არამედ თქვენ უფროის თავს იდევით და მოიგეთ სიმშვიდე ქრისტეს მიმსგავსებული და მოიგეთ ქვეყანა იგ...
როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტ...
იხილეთ სრულად
როდესაც ქრისტეს სახელით ვინათლებით, ჩვენი სულები ქრისტეთი აღიჭურვებიან. აღიჭურვებიან უხილავი, მაგრამ რეალური აღჭურვილობით, რომლითაც ქრისტეს სული არის შემოსილი, რამეთუ როგორც სულია უხილავი, ასევე უხილავია მისი აღჭურვილობა. ჭეშმარიტება და სამართლიანობა, სიკეთე და უბოროტობა, თვინიერება და უბრალოება, სიწმინდე და ღვთისმოსაობა, უფლისმოყვარება და კაცთმოყვარება - აი, საჭურველნი სულისა, სამოსელნი მისნი.
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს? განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქუდები...
იხილეთ სრულად
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს? განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქუდები, მოუნიშნავი ცხვარი შეიძლება თამამად გაიტყუონ.
როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდი...
იხილეთ სრულად
როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდია, იგი არის საღმრთო მადლის მონიჭება შენთვის თვით ქრისტეს და სულიწმიდის ღმრთაების მუნმყოფობით, რაც სინამდვილედ იქცევა.
ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მიტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძედ გახდომისა. ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან. ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა ...
იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მიტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძედ გახდომისა. ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან. ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა წმიდა, დაურღვეველი ბეჭდით, რამეთუ ნათლისღება ჩვენი ზეცად მიმყვანებელი ეტლია, სამოთხისებური ნეტარებაა, წინასწარი გამზადებაა ცათა სასუფევლისა.