დიდი მადლია, დიდი სიკეთე, მიეცე ღმერთის ნებას. სულში მაშინ მხოლოდ უფალი, არ არის სხვა ფიქრები და იგი სუფთა გონებით ლოცულობს, გრძნობს ღმერთის სიყვარულს, თუმცა სხეულით იტანჯება. როცა სული მთლიანად მიეცემა უფლის ნებას, მაშინ თვითონ უ...
იხილეთ სრულად
დიდი მადლია, დიდი სიკეთე, მიეცე ღმერთის ნებას. სულში მაშინ მხოლოდ უფალი, არ არის სხვა ფიქრები და იგი სუფთა გონებით ლოცულობს, გრძნობს ღმერთის სიყვარულს, თუმცა სხეულით იტანჯება. როცა სული მთლიანად მიეცემა უფლის ნებას, მაშინ თვითონ უფალი ასწავლის მას ყველაფერს, ხელმძღვანელობს მას და სულიც უშუალოდ სწავლობს ღმერთისგან, ადრე კი რჩევას იღებდა მასწავლებლებისაგან წერილით.
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმ...
იხილეთ სრულად
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმის მსვლელობის წარმართვა, თავად კი კეთილზნეობით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ადამიანი დაიტანჯება, თუკი არ მიენდობა ღმერთს იმ ზომამდე, რომ სრულებით მისცეს თავი მის ხელთ. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიდან ადამიანური ნუგეშისკენ ...
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ როემლი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უ...
იხილეთ სრულად
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ როემლი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უმეცრებაში ამყოფებს, ორმაგად სცოდავს: იმით, რომ არ იცის უფლის ნება და იმითაც, რომ ყოველ ღონეს არა ხმარობს მის გასაგებად, ანუ განგებ ამყოფებს თავს სიბნელეში.
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთ...
იხილეთ სრულად
ო, ძმანო, გევედრებით, ღვთის გულისათვის, ერწმუნეთ სახარებას და წმიდა ეკლესიის დამოწმებას და თქვენ ჯერ კიდევ დედამიწაზე იგემებთ სამოთხისეულ ნეტარებას. ღმერთის სამეუფეო ხომ ჩვენს შიგნითაა, ჩვენშია. ღმერთის სიყვარული აძლევს სულს სამოთხეს.
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის ს...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის სიყვარული. შიშში იმიტომ, რომ უნდა ეშინოდეს რაიმე ცუდი ზრახვებით არ აწყენინოს ღმერთს
ქვეყნად განხორციელებულმა მესიამ - იესო მაცხოვარმაც სინანულის ქადაგებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა კაცთა შორის. მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება ხომ საკაცობრიო სინანული იყო. იგი ხომ მთელი ქვეყნიერებისათვის ეწამა, ივნო, მოკვდა და აღსდგა...
იხილეთ სრულად
ქვეყნად განხორციელებულმა მესიამ - იესო მაცხოვარმაც სინანულის ქადაგებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა კაცთა შორის. მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება ხომ საკაცობრიო სინანული იყო. იგი ხომ მთელი ქვეყნიერებისათვის ეწამა, ივნო, მოკვდა და აღსდგა მესამე დღეს; მან ხომ დაითმინა საკაცობრიო დასათმენი, გაიღო საქვეყნო მსხვერპლი და გამოისყიდა ცოდვის მონებისაგან ადამიანი. უფლის მიერ კაცთათვის დათხეული სისხლის საფასურად მხდა განახლება ადამიანის დაცემული ბუნებისა. იესო ქრ...