სინანულიც ხშირად არასწორად, მცდარად გვესმის. ზოგს სინანული მარტო ცოდვების აღიარება ჰგონია. ეს აღიარებაა და არა სინანული. თუ აღსარებას სინანული არ ახლავს, ცოდვების აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის მომცემია.
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება...
იხილეთ სრულად
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება და ფეხები უმძიმდება, ვეღარ ახერხებს ბოროტ საქმეთათვის მოძრაობას; ხელი არ ცხრებოდა შფოთისა და ბრძოლებისაგან და შემდეგ უძლურებაში აღარ ძალუძს მოქმედება მათი; თვალები მისი დავსებული იყო შურისაგან, ახლა კი, როცა სინათლე წაე...
კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის ნების შეცნობა და გზები მის განსახორციელებლად. ღმერთის ნების ძიება არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხო...
იხილეთ სრულად
კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის ნების შეცნობა და გზები მის განსახორციელებლად. ღმერთის ნების ძიება არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რამეთუ ამ გზაზე დამდგარი ადამიანი ერთვება მარადიულ ღვთიურ ცხოვრებაში.
შეცნობა ღვთის ნებისა სხვადასხვა გზებით ხდება. ერთი ასეთი გზა არის - სიტყვა ღვისა, მცნებანი ქრისტესი, მაგრამ სახარების მცნებებში, მიუხედავად მ...
ვისაც ღმრთის ნების შეცნობა სურს, მას უწინარეს მართებს მოაკვდინოს საკუთარი ნება; რწმენით, გულწრფელი და არა პირმოთნე თავმდაბლობით ილოცოს ღმრთის მიმართ, ჰკითხოს რჩევა მამებსა და ძმებს, მათი პასუხი მიიღოს როგორც ღმრთის სიტყვა, იმ შემთ...
იხილეთ სრულად
ვისაც ღმრთის ნების შეცნობა სურს, მას უწინარეს მართებს მოაკვდინოს საკუთარი ნება; რწმენით, გულწრფელი და არა პირმოთნე თავმდაბლობით ილოცოს ღმრთის მიმართ, ჰკითხოს რჩევა მამებსა და ძმებს, მათი პასუხი მიიღოს როგორც ღმრთის სიტყვა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი სულიერებით არ გამოირჩევიან, რამეთუ უფალი სამართლიანია და არ დაუშვებს, რომ ცთუნდნენ ისინი, ვინც რწმენითა და უბოროტო გულით დაემორჩილნენ მოყვასთა რჩევას. ამიტომ, რჩევის მომცემთ რომც არ ჰქონდეთ სულიერ...
ვინც ყოველივეში ღმერთის ნებას დაემორჩილება, ეს კი თაფლის გოლეულზე უტკბილესია ადამიანის სულისათვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, ესევითარს ღმერთის ნება თვით შეეწევა და ყველა საქმეში განამტკიცებს, მოჰმადლის საკვირველ საქმეთა...
იხილეთ სრულად
ვინც ყოველივეში ღმერთის ნებას დაემორჩილება, ეს კი თაფლის გოლეულზე უტკბილესია ადამიანის სულისათვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, ესევითარს ღმერთის ნება თვით შეეწევა და ყველა საქმეში განამტკიცებს, მოჰმადლის საკვირველ საქმეთა აღსრულების ძალას და ყოველ სავალ გზასაც განუმზადებს, რადგან ასეთი ადამიანი დიდად სათნოეყოფა ღმერთს. მაშინ მტერთაგანაც ვერავინ შეძლებს წინააღუდგეს და დააბრკოლოს ღმერთის ნების კვალობაზე მავალი კაცი.
ვინც მოწეულ მწუხარებას წინააღუდგება, მან თავადაც არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნით ღებულობს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.
ვინც მეცა ღმერთის ნებას, მისთვის ადვილია ცხოვრება იმიტომ, რომ ავადმყოფობაშიც, საფრთხეშიც, დევნაშიც, იგი ფიქრობს: "ღმერთს ასე სურს და მე ჩემი ცოდვებისათვის უნდა დავითმინო".