იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა შორის ეცხადებოდათ მართალთ; მაგრამ მსგავს გამოცხადებებს ზეციური გამოცხადების აშკარა ნიშნები ახლდა, რამეთუ ხდებოდა ანგელოზთა ან წმიდანთა და თვით უფლის გამოცხადება. მაგრამ, საერთოდ, სიზმარეუ...
იხილეთ სრულად
იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა შორის ეცხადებოდათ მართალთ; მაგრამ მსგავს გამოცხადებებს ზეციური გამოცხადების აშკარა ნიშნები ახლდა, რამეთუ ხდებოდა ანგელოზთა ან წმიდანთა და თვით უფლის გამოცხადება. მაგრამ, საერთოდ, სიზმარეულ ჩვენებებს უნდა განეკრძალო, რათა მათ მიერ ცდუნებაში არ შთავარდე, რამეთუ სიზმარეული ჩვენებების რწმენით მრავალი ცთუნდა. სიბრძნის მოყვარე ბერი თეოქტირისტე, რომელმაც შეადგინა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისი, ერწმუნა სიზ...
ეშმაკები არაერთგზის წარმომდგარან ნათლის ანგელოზების და მოწამეების სახით და სიზმარში უჩვენებიათ, თითქოს ჩვენ მათთან მივდივართ. გაღვიძებულებს სიხარული და ამპარტავნება გვავსეს.
არ გვმართებს სიზმრების დაჯერება, თუნდაც სწორი იყოს, რამეთუ სიზმრის დაჯერებით მრავალი ცთუნდა. ბრძენი ბერი თეოქტირისტე, რომელმაც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისი შეადგინა, ერწმუნა სიზმრებს და მათგან ცთუნებული წარწყმდა.
დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმედს და "უფროის თოვლის...
იხილეთ სრულად
დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმედს და "უფროის თოვლისა" განასპეტაკებს სულს. მხნედ ვიდგეთ, რამეთუ ჩვენი ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალთა წინააღმდეგ, რომლებიც არასდროს გადმოვლენ ჩვენს მხარეს და არც თავიანთ შემოტევებს შეასუსტებენ. ამიტომაც განვეწყოთ ბრძოლისთვის და ნუ მივეცემი...
აუცილებელია სიფხიზლე. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, იგი ამას ღვთისათვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს და შემდეგ ჩაერთვება აზრი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, ჩაერთვება კაცთმოთნეობა და ვცდილობთ, თვალში არ მოვხვდეთ ადამ...
იხილეთ სრულად
აუცილებელია სიფხიზლე. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, იგი ამას ღვთისათვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს და შემდეგ ჩაერთვება აზრი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, ჩაერთვება კაცთმოთნეობა და ვცდილობთ, თვალში არ მოვხვდეთ ადამიანებს. თუკი ვინმე იმ აზრით მოქმედებს, რომ ღმერთი ხედავს მას, აკვირდება მის ნამოქმედარს, იგი რასაც უნდა აკეთებდეს, ყველაფერი გამოუვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც რაღაცას იმისათვის აკეთებს, რომ ადამიანების წინაშე გამო...
ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე - გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე - გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლ...
იხილეთ სრულად
ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე - გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე - გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლით; მეოთხე - გვქონდეს გულში სიკვდილის მუდმივი ხსოვნა. მეხუთე და ყველაზე მოქმედი, ვუყუროთ მხოლოდ ზეციურს და არა ამქვეყნიურს.
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რ...
იხილეთ სრულად
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რომ შეუძლებელია და ამავე დროს არასასურველია რაიმე შეიცვალოს. ესაა ჩვენში ჭეშმარიტად ღრმად ფესვებგადგმული ცინიზმი, რომელიც ნებისმიერ სულიერ მოხმობაზე პასუხობს - "რისთვის?" და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ...