უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილე...
იხილეთ სრულად
უსაქმური ადამიანების ფიქრები განუწყვეტელი ჯაჭვია განსჯისა და განკითხვისა. რამდენადაც უსაქმური თავის საქმეებში ზარმაცია, იმდენად გულმოდგინეა სხვა ადამიანთა საქმის განხილვისას. რამდენადაც არ სიამოვნებს მუშაობა, იმდენად დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ვინმესთან ჭორაობა, ეს ხომ შრომას არ მოითხოვს. მას შეუძლია, მთელი დღე გაატაროს განკითხვაში და თუკი მცირე ხნით მაინც დადუმდება, მალე ხელახლა განაგრძობს თავის საზიზღარ საუბრებს. თუმცა მისი ბაგეები განწმენდილია ნ...
link
სიმშვიდე და უსაქმურობა სულისთვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება.
სიღატაკე კურიერს ჰგავს, ზარმაცს მალე ეწვევა.
თ. 6, 11
ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო.
გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დ...
იხილეთ სრულად
ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო.
გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.
როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:
ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
თ. 24-25
link
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. ღმერთი - არა შიშველი და კაცი - არა ლიტონი. და რომ აღვიარებთ: ქრისტე არს უფალი ღმერთი ჩემი, ჩემის ცხოვრებისა...
იხილეთ სრულად
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და, აბა, ჩვენში რამდენმა ვიცით, თუ როგორ უნდა თქმა, რომ ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული. ღმერთი - არა შიშველი და კაცი - არა ლიტონი. და რომ აღვიარებთ: ქრისტე არს უფალი ღმერთი ჩემი, ჩემის ცხოვრებისათვის განკაცებული, ჩემის განღმრთობისათვის ჯვარცმული და ჩემის ღმერთყოფისატვის აღდგომილი და დიდებით ზეცად ამაღლებული, რომელიც რომ ყოველს ჩემს ცოდვას მითმობს, უღირსებასა და უღირსად ნაქმარს უსჯულოებას აღმიხოცავს, ჟამიერად მაც...
link
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო, და აბა, სად არის თანალმობა, ღვთიური მოწყალება, ერთმანეთის სიკეთის ნდომა, შეწევნა და მიხედვა, პატივისცემა ბუნებისა, წადილი ყოველთ ბედნიერობისა, სურვილით ქება ერთმანეთისა, ხელის აპყრობა მდაბალთა, მიხედვა ...
იხილეთ სრულად
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო, და აბა, სად არის თანალმობა, ღვთიური მოწყალება, ერთმანეთის სიკეთის ნდომა, შეწევნა და მიხედვა, პატივისცემა ბუნებისა, წადილი ყოველთ ბედნიერობისა, სურვილით ქება ერთმანეთისა, ხელის აპყრობა მდაბალთა, მიხედვა ქვრივთა, ობოლთა მამობა და აღზრდა, შეიწრებულთათვის ზრუნვა და ნუგეში, მოხუვებულთ მსახურება და პატივით სიამოვნება. სნეულთა მოილვა და კეთილის ყოფა, ბრმათა და მკელობელთა ტვირთვა და გამოზრდა.
ვიტყვით, ქრისტიანენი ვართო და აბა...
link
ნუ იტყვი: არ ვიცი, რა არის საჭირო და ამიტომ უდანაშაულო ვარ, რომ არ ვაკეთებ მას; რამეთუ შენ რომ იმ სიკეთეს აკეთებდე, რომელიც იცი, მაშინ სხვა დანარჩენსაც შეიტყობდი თანმიმდევრულად, გაიგებდი რა ერთს მეორის მეშვეობით. შენთვის უსარგებლო...
იხილეთ სრულად
ნუ იტყვი: არ ვიცი, რა არის საჭირო და ამიტომ უდანაშაულო ვარ, რომ არ ვაკეთებ მას; რამეთუ შენ რომ იმ სიკეთეს აკეთებდე, რომელიც იცი, მაშინ სხვა დანარჩენსაც შეიტყობდი თანმიმდევრულად, გაიგებდი რა ერთს მეორის მეშვეობით. შენთვის უსარგებლოა, პირველის შესრულებამდე მომდევნო შეიტყო, რამეთუ "მეცნიერებაი განალაღებს", როცა უმოქმედოა, ხოლო "სიყუარული აღაშენებს" (1 კორ. 8, 1), რამდენადაც "ყოველსა მოითმენნ" (1 კორ. 13, 7).
link
მართალია, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ, მაგრამ იგი მოგვიხმობს და გვეუბნება: "შენც გაიღე რაიმე".
კეთილი საქმეები რწმენის სულია; რწმენა კეთილ საქმეებთან ერთად ცოცხალი რწმენაა.
კეთილ გზას ის ადამიანი ადგას და თავის ცოდვათა მოტევებასაც ის უნდა მოელოდეს, ვინც თვითონვეა უკმაყოფილო საკუთარი თავის.