დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყა...
იხილეთ სრულად
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყალება უფლისა. ყოველმა სულმა რომ იცოდეს უფალი, რომ იცოდეს რა ძლიერ ვუყვარვართ მას არავინ არათუ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდებოდა, დრტვინვასაც არ დაიწყებდა არასდროს. მშვიდობის დამკარგავმა ყოველმა სულმა უნდა მოინანიოს და უფ...
დავეხმაროთ ქვეყნიერებას სინანულში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მიიღოს ღვთის კურთხევა. სინანული და აღსარება - აი, რა არის დღეს საჭირო. ჩემი უცვლელი რჩევა ადამიანებისათვის - შეინანეთ და აღსარება თქვით, რათა ეშმაკს წაერთვას უფლე...
იხილეთ სრულად
დავეხმაროთ ქვეყნიერებას სინანულში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მიიღოს ღვთის კურთხევა. სინანული და აღსარება - აი, რა არის დღეს საჭირო. ჩემი უცვლელი რჩევა ადამიანებისათვის - შეინანეთ და აღსარება თქვით, რათა ეშმაკს წაერთვას უფლება, თქვენ კი აღარ წამოეგოთ ეშმაკის გარეგნულ ზემოქმედებას. იმისათვის რომ ადამიანები მიხვდნენ და შენინანონ, შეჯანჯღარება სჭირდებათ.
ასეა თუ ისე, სინანული დიდებული საქმეა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერებთ, რომ სინანულით ადამიანს შეუძლია, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება. ხუმრობა არაა, რომ ადამიანს ასეთი ძალა აქვს. შენ ბოროტებას აკეთებ? ღმერთი კისერში წაგითაქებს....
იხილეთ სრულად
ასეა თუ ისე, სინანული დიდებული საქმეა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერებთ, რომ სინანულით ადამიანს შეუძლია, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება. ხუმრობა არაა, რომ ადამიანს ასეთი ძალა აქვს. შენ ბოროტებას აკეთებ? ღმერთი კისერში წაგითაქებს. ამბობ: “ვცოდე”? ღმერთი რისხვას წყალობად ცვლის და თავის ლოცვა-კურთხევას განიჭებს.
ამ საიდუმლოს აგრეთვე აღსარების საიდუმლოც ეწოდება, თუმცა ცოდვათა აღიარება მისი მხოლოდ პირველი, შესავალი ნაწილია, რაც სულის გულწრფელად გახსნისა და საკუთარ ცოდვათა გააზრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავი...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავისი უწინდელი ცხოვრების ცვლილებებზე ფიქრებით ძლიერ აღელვებული, ის ეძიებს განმარტოებულ ადგილს, სადაც თავისუფალდ შეძლებს საუბარს საკუთარ თავთან და დაღვრის ულევ ცრემლს. იგი ვეღარ იტევს მწუხარებას წარსულში მის მიერ აღსრულებული...
მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა. რადგან აქამდე მისი მეგობრები მტრები იყვნენ შენთვის, ესენია: სიღატაკე და ღატაკები, მწუხარენი და მწუხარება, დევნა და დევნულნი. შენ ჰგავდი იმ ბო...
იხილეთ სრულად
მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა. რადგან აქამდე მისი მეგობრები მტრები იყვნენ შენთვის, ესენია: სიღატაკე და ღატაკები, მწუხარენი და მწუხარება, დევნა და დევნულნი. შენ ჰგავდი იმ ბოროტ ანგელოზს, რომელიც ტანჯულთა ბატონია, სრულიად საპირისპირო ქრისტესი, რომელიც უფალია ცხონებულთა. ასე რომ, შეცვალე შენი საბრძოლო ბანაკი და ამიერიდან დაუმეგობრდი შენს ძველ მტრებს, ხოლო ძველი მეგობრები მტრად გაიხადე და მათ...
მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღვთისკენ მიმართეს, ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღვთის სიყვარულს მისწვდნ...
იხილეთ სრულად
მინახავს უწმინდური სულები, რომლებიც ხორციელი სიყვარულის ვნებით იწვოდნენ, მაგრამ შემდეგ სინანული მოიპოვეს და რადგან სიყვარულის გამოცდილება ჰქონდათ, მთელი ტრფობა ღვთისკენ მიმართეს, ყოველგვარი შიში უკუაგდეს და ღვთის სიყვარულს მისწვდნენ. ამიტომ მახარებელი კი არ ამბობს: „შეეშინდა ფრიადო“, არამედ - „შეიყვარაო ფრიად“ (ლუკ. 7, 47) და შეძლო, რომ ბოროტი და უწმინდური სიყვარული საღმრთო და წმიდა სიყვარულით განედევნა.