ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტიანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმერთოება და არღარა თაყვანს-ვცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათვის სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტიანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმერთოება და არღარა თაყვანს-ვცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათვის სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანა და ყოველნი, რა არს მათ შინა ხილულნი, ანუ უხილავნი, რომელსა აქუს უკუდავება და მკვიდრ არს იგი ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელი-იგი არავინ იხილა, ვერცა შემძლებელ არს.
ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ბრაზიანი, შემდეგ გახდეს კეთილი და ა.შ. იგი ყოველთვის ერთნაირია - ყოველთვის სიყვარულია, ყოვ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ბრაზიანი, შემდეგ გახდეს კეთილი და ა.შ. იგი ყოველთვის ერთნაირია - ყოველთვის სიყვარულია, ყოველთვის ერთგვარად უყვარს ადამიანი და ერთნაირად ზრუნავს მასზ, ოღონდ მზრუნველობა ვლინდება სხვადასხვა ფორმით, და იმგვარად, როგორც ეს ადამიანს სჭირდება. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ უფალი, რომელიც ჩვენ მეგობარს გვი...
შენი შვილი ვარ საწყალი,
ამ ცრუ სოფელში მყოფელი,
შენ დაგვიფარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო
სხვა მარგალიტის მფლობელი,
შენ გაგვახარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშ...
იხილეთ სრულად
შენი შვილი ვარ საწყალი,
ამ ცრუ სოფელში მყოფელი,
შენ დაგვიფარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო
სხვა მარგალიტის მფლობელი,
შენ გაგვახარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
ვინ შესძლებს ღირსად გადიდოს,
თქვას ღირსი სამადლობელი?
შენ შეგვიწყალე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
არ იკარგება სანთელი,
არც საკმელ-საგალობელი,
მადლი მოგვფინე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
სინდისი უწმინდესი სასამართლოა და უშიშარი, პირმოუფერებელი და თან უტყუარი, ჭეშმარიტი მსაჯულია. იგი ნამდვილის და ყოვლად მაღალპატიოსნების მოძღვარია და მასთან ერთგული და ძვირფასი მოყვარე კაცის სულისა; მას არ შეუძლია დუმილით დაითმინოს კ...
იხილეთ სრულად
სინდისი უწმინდესი სასამართლოა და უშიშარი, პირმოუფერებელი და თან უტყუარი, ჭეშმარიტი მსაჯულია. იგი ნამდვილის და ყოვლად მაღალპატიოსნების მოძღვარია და მასთან ერთგული და ძვირფასი მოყვარე კაცის სულისა; მას არ შეუძლია დუმილით დაითმინოს კაცის სულის სიგლახე და ბოროტება; ყოვლადვე სწუხს და ემუდარება მის საყვარელ სულს, რათა შეინანოს მან წარსული ცოდვები და განიშოროს უპატიოსნო და შემარცხვენელი სიბოროტე. სინდისი - ესე ნათელი მოძღვარი, ღმრთის ნათლისაგან გამოსრულ...
სინდისი საღვთო ნაწერის პირველი მცნებაა, რომელიც შემოქმედმა ღრმად ჩააქსოვა პირველქმნილი ადამიანების გულში, და მას შემდეგ, ყველა, ვინც იბადება, მშობლისგან ითვისებს ამ მცნებას. ვინც თავისი სინდისი ყოველდღიური სწავლებით დახვეწა, თავს ...
იხილეთ სრულად
სინდისი საღვთო ნაწერის პირველი მცნებაა, რომელიც შემოქმედმა ღრმად ჩააქსოვა პირველქმნილი ადამიანების გულში, და მას შემდეგ, ყველა, ვინც იბადება, მშობლისგან ითვისებს ამ მცნებას. ვინც თავისი სინდისი ყოველდღიური სწავლებით დახვეწა, თავს უცხოდ გრძნობს ამ წუთისოფელში და ერისკაცებსაც უკვირთ მისი დელიკატური ქცევები. თუ ადამიანი არ ხვეწს თავის სინდისს, მაშინ მისთვის სულიერი დარიგებები და მამათა სწავლებაც, უსარგებლოა და ღვთის მცნებებს ვერ დაიცავს, ვინაიდან უგ...