სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენი ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშე...
იხილეთ სრულად
სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენი ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშეუკავებლობაში, გაფანტულობაში, სიზარმაცესა და სხვა მანკიერებებში ხომ არ კარგავს?
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ...
იხილეთ სრულად
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ.
რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, “ფრიად ვსცთებით” (იაკობ, 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა...
იხილეთ სრულად
რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, “ფრიად ვსცთებით” (იაკობ, 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა. ესაა მისადმი ლოცვა: “ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”, - ამბობს ქრისტე მაცხოვარი.
ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ...
იხილეთ სრულად
ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ნუგეშისცემას ანიჭებს თუ უსიამოვნო ბეგარად აწევს, რომლისგანაც თავის დაღწევას ყველანაირად ცდილობს, მართლმადიდებლური ლოცვანით სარგებლობს თუ ზეპირად იცის ლოცვები, კითხულობს თუ არა სახარებას და ა.შ. ყოველი მორწმუნე ყოველდღიურ...
გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე, ნურაფერს სთხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნო...
იხილეთ სრულად
გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე, ნურაფერს სთხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნობ, რომელსაც ურჩი შვილი ჰყავს. დღე და ღამე დაჩოქილი ლოცულობს მისთვის. ერთხელ ვუთხარი: „ღმერთს შენ ან გადარჩენილ შვილს უჩვენებ ან გადაყვლეფილ მუხლისთავებს”.
ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ერთი პირობა: ცოლ-ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად სულიერად გაღატაკდებიან, ...
იხილეთ სრულად
ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ერთი პირობა: ცოლ-ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად სულიერად გაღატაკდებიან, სიყვარულიც გაუქრებათ, დემონებიც შეაცდენენ და გააუბედურებენ.
ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; ვინაიდან, როგორც ითქვა: ორივე იქნება ერთხორც.
ხოლო ვინც უფალს შეერთვის, ერთი სულია მასთან ერთად.
ერიდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, ს...
იხილეთ სრულად
ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; ვინაიდან, როგორც ითქვა: ორივე იქნება ერთხორც.
ხოლო ვინც უფალს შეერთვის, ერთი სულია მასთან ერთად.
ერიდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა; ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.
თ. 6-7
ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული, ეს არსებითად ისევე, როგორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების გამჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს...
იხილეთ სრულად
ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული, ეს არსებითად ისევე, როგორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების გამჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს, სიამოვნება კი აქრობს გონების სინათლეს. ტკბობა ნერვული აღგზნების კომპლექსებს განეკუთვნება, ამიტომ, როგორც წესი, ის სულიერი დაცარიელებით, დაღლილობითა და სევდით მთავრდება. ნებისმიერი ტკბობა - ეს სულიერი ძალების კარგვაა. ტ...