ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკეთ განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომელიც ჯანმრთელ მდგომა...
იხილეთ სრულად
ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკეთ განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომელიც ჯანმრთელ მდგომარეობაში აცდუნებენ, თავისკენ იტყუებენ. მას უკეთ შეუძლია ცოდვის სიბილწე შეიგრძნოს; სნეულების ჟამს სასარგებლოა ხშირი მსჯელობა ამის შესახებ. სიკეთის კეთება უნდა განვიზრახოთ და მტკიცედ გადავწყვიტოთ - დავთმოთ ცოდვილი სურვილები...
გამოჯანმრთელების შემთხვევაში გვმართებს ვმადლობდეთ ღმერთს, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მომნიჭებელს. გვმართებს აღვასრულოთ ავადმყოფობის დროს მიღებული სასიკეთო გადაწყვეტილებები და წარვემატოთ სათნოებებში.
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო, და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდ...
იხილეთ სრულად
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო, და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ რომელია ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჯოჯოხეთში და რომელია გზა სასუფევლისაკენ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე იწყება.
ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდ...
იხილეთ სრულად
ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ.
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟა...
იხილეთ სრულად
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არამხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისათვისაც.
ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა განვაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: "ყოველი განცხადებული ნათელ არს". ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქ...
იხილეთ სრულად
ეგების ის ვინმე იფიქროს, თუ ენა ბოროტისაგან არა დააცხრო, სხუა კეთილით ცხონდეს. ჭეშმარიტი უნდა განვაცხადო, მოციქული ასე გვამცნებს: "ყოველი განცხადებული ნათელ არს". ყოველი მოღუაწება რომ ვინმემ აღასრულოს, თუ ენა კეთილად დაცული არა აქუს, საუკუნო ცხოვრებას ვერ მიიღებს. თვით უფალი იესო ამტკიცებს: "სიტყვათა შენთაგან დაისაჯო". სად წარმოჩნდა შენი ცხოვრება, რადგან კი დაისჯები? საყვარელო! ამას კეთილით განჰსჯით მიხედე. ცხოვრება და წარწყმედა სიტყვისაგან არის ...
როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას ჯადოქარ-გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და ისინი გიშველიან, განგკურნავენო, შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად...
იხილეთ სრულად
როცა სასტიკი სხეულებრივი სნეულება გეწვევა და მოუძლურდები, ბევრნი დაგიწყებენ შეგონებას ჯადოქარ-გრძნეულებთან ან მოგვებთან მიდი და ისინი გიშველიან, განგკურნავენო, შენ კი მარადის ოდენ ღმერთს სასოებდე და ყოველივე თავსდატეხილი მორჩილად დაითმინე. იცოდე, რომ ეს ტანჯვა გვირგვინს შეგძენს და მომავალ საუკუნო სატანჯველთ აგაცილებს თავიდან, თუკი ღმერთისადმი მადლიერებით მოითმენ შენს სნეულებას, რამეთუ თუკი ჩვენ ნამდვილად ქრისტიანები ვართ, მაშინ მხოლოდ ქრისტეს და...
ღმერთი სნეულებას ერთ შემთხვევაში ცოდვათა სასჯელად წარმოგვიგზავნის, სხვა შემთხვევაში ვნებათა დასაძლევად, ხოლო ზოგჯერ იმისთვის, რომ აგვარიდოს ცოდვა, რომელშიც ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით, ჩავვარდებოდით უზრუნველობისა და თავის განდიდებ...
იხილეთ სრულად
ღმერთი სნეულებას ერთ შემთხვევაში ცოდვათა სასჯელად წარმოგვიგზავნის, სხვა შემთხვევაში ვნებათა დასაძლევად, ხოლო ზოგჯერ იმისთვის, რომ აგვარიდოს ცოდვა, რომელშიც ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით, ჩავვარდებოდით უზრუნველობისა და თავის განდიდების გამო. სნეულება ზოგ შემთხვევაში მცონარების გამო გვეძლევა, რათა გამოვფხიზლდეთ უზრუნველობაში ჩავარდნილნი და ვიზრუნოთ სულის გადარჩენაზე. ზოგჯერ ეს ხდება ჩვენი რწმენისა და მოთმინების გამოსაცდელად, რათა მომავალ ცხოვრებაში დ...