შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებულ...
იხილეთ სრულად
შევიცნობთ რა ყოვლადწმიდა სამებას იმ ზომით, როგორადაც ეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ და სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებული აქვს სწორედ მისგან - ყოვლადწმიდა სამებისაგან და მის მიერვე წარემართება ესოდენ მწყობრი წესრიგითა და სიმშვენიერით. ამასთან, ეს იმგვარად კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქმნილების ნაწილი მამის მიერ იყოს შექმნილი, ნაწილი ძის მიე...
ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ. მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს. დაცემის შედეგად ჩვენ ეს კავშირი დავკარგეთ. მაგრამ მოვიდა ღმერთი განხორციელებული - ძე ღმრთისა მხოლოდშობილი და თავის იპოსტასში დაცემული კაცობრივი ბუნება ღმერთთან შეაერთა, ყველა მორწმუნე თავის თავთან გააერთიანა და ამით ღმერთს შეუერთა.
ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ღმერთი ერთადერთია განუმეორებელი და შემოქმედების აქტი, ღვთის სიყვარულის აქტი არის ღვთის ნების აქტი, იმ გაგებით, რომ მოუწოდებს ყველაფერს, რაც კი არსებობს, ყოფნისკენ. მაგრამ ის მოქმედებს არა როგორც მბრძანე...
იხილეთ სრულად
ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ღმერთი ერთადერთია განუმეორებელი და შემოქმედების აქტი, ღვთის სიყვარულის აქტი არის ღვთის ნების აქტი, იმ გაგებით, რომ მოუწოდებს ყველაფერს, რაც კი არსებობს, ყოფნისკენ. მაგრამ ის მოქმედებს არა როგორც მბრძანებელი, რომელიც ყველა ქმნილებას უბრძანებს გამოცხადდნენ მის წინაშე, არამედ როგორც მოყვარული მამა და უკეთესი იქნებოდა გვეთქვა, როგორც ცოცხალი სიყვარული, რომელიც მოუწოდებს ქმნილებას ყოფიერებაში, მისთვის, რომ აზიაროს თავის ცხო...
წინადაუსაბამო, დროისა და სივრცის გარეშე მყოფ ღმერთს აქვს ყოფიერება თავის არსში - იპოსტასური, პიროვნული ყოფიერება. ეს ღვთაებრიობის შინაგანი ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს. ის დაფარული და მიუწვდომელია ანგელოზთათვ...
იხილეთ სრულად
წინადაუსაბამო, დროისა და სივრცის გარეშე მყოფ ღმერთს აქვს ყოფიერება თავის არსში - იპოსტასური, პიროვნული ყოფიერება. ეს ღვთაებრიობის შინაგანი ცხოვრებაა, რომელიც აბსოლუტურ საიდუმლოს წარმოადგენს. ის დაფარული და მიუწვდომელია ანგელოზთათვის. ეს თვით ღვთაებრივი ბუნებაა, მიუდგომელ ნათელში მყოფი. მაგრამ არის ის, რასაც მადლს, უქმნელ ღვთაებრივ ენერგიას ვუწოდეთ - ძალები, რომლებიც ასევე წინადაუსაბამოა, მაგრამ შეუძლია ქმნილ სამყაროსთან შეერთდნენ და ჩვენს მიერ აღ...
შენ გინდა იცოდე, რამდენად უკეთესი გახდი? გამოსცადე თავი, რამდენად ცუდ ადამიანად გრძნობ თავს. რაც უფრო ნათელია გამოხედვა, მით უფრო ნათლად ხედავ ღვთის დიდებას და საკუთარ ცოდვილობას.
საჭიროა რათა გამჭოლი, დაძაბული მზერით იხედებოდე შენს შინაგან სამყაროში, რათა იცნოთ შემომავალნი. როგორც კი მიხვდები, მაშინვე წინააღდგომით შემუსრე გველის თავი. და მთელი სულთქმით შეჰღაღადე უფალს. მაშინ ისწავლი, როგორ შეიძლება მივიღოთ...
იხილეთ სრულად
საჭიროა რათა გამჭოლი, დაძაბული მზერით იხედებოდე შენს შინაგან სამყაროში, რათა იცნოთ შემომავალნი. როგორც კი მიხვდები, მაშინვე წინააღდგომით შემუსრე გველის თავი. და მთელი სულთქმით შეჰღაღადე უფალს. მაშინ ისწავლი, როგორ შეიძლება მივიღოთ შეწევნა უფლისაგან.