სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.
თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.
თ. 15-16
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობრივი დანაშა...
იხილეთ სრულად
შინაგანი ცოდვა შეუმჩნეველია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი. თუ არ გვეშინია და არ გვერიდება ადამიანებისა, რადგან მათთვის იგი (ცოდვა) უხილავია, უნდა გვეშინოდეს ღმერთისა, რამეთუ ეს აზრით გამოხატული ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე ხდება.
შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძ...
იხილეთ სრულად
შევიცნოთ საკუთარი ცოდვები, ის სინანულის საწყისია. მოვინანიოთ, ვაღიაროთ საკუთარი უღირსობა. რაც უფრო უღირსად აღიარებენ თავს ღვთისათვის სათნომყოფელნი, მით უფრო მეტად სწყალობთ მათ კეთილი და ლმობიერი ღმერთი. რა არის ჩვენი საკუთრება? უძლურება, ხრწნადობა, უმეცრება, ბოროტება, ცოდვები.
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკ...
იხილეთ სრულად
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.
ღმერთმა ცდუნება იმიტომ დაუშვა, რომ მწუხარებითა და ცრემლით ჭუჭყისაგან განწმიდოს და უმანკო გახადოს ჩვენი სული, რათა შეგვეძლოს გადასარჩენად უფალს მივაშუროთ.
ცოდვა თავისი ბუნებით ღმერთის დანახვის საშუალებას გვართმევს, უფალი კი საკუთარი სიწმიდითა და სისუფთავით არ განეცხადება უწმინდურ მზერას, ვიდრე იგი არ განიწმინდება, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხი...
იხილეთ სრულად
ცოდვა თავისი ბუნებით ღმერთის დანახვის საშუალებას გვართმევს, უფალი კი საკუთარი სიწმიდითა და სისუფთავით არ განეცხადება უწმინდურ მზერას, ვიდრე იგი არ განიწმინდება, რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათ. 5, 8).
ცოდვათა აღიარება დასაბამია სულის შემკობა-გამშვენიერებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მონანიების შედეგად ადამიანმა თავისი სული განამზადა მაცხოვნებელი თესლის - საღმრთო სიტყვის მისაღებად, რომელიც მხსნელად ეძლევა ადამიანს.
ცოდვა - ეს არის საღვთო რჯულის დარღვევა, რომელიც გაცხადდა ადამიანთათვის მარადიული ცხოვრების მისაღწევად. ამიტომაც რაც ხალხს მოსაწონი ჰგონია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.