ცოდვათა აღიარება დასაბამია სულის შემკობა-გამშვენიერებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მონანიების შედეგად ადამიანმა თავისი სული განამზადა მაცხოვნებელი თესლის - საღმრთო სიტყვის მისაღებად, რომელიც მხსნელად ეძლევა ადამიანს.
ცოდვა - ეს არის საღვთო რჯულის დარღვევა, რომელიც გაცხადდა ადამიანთათვის მარადიული ცხოვრების მისაღწევად. ამიტომაც რაც ხალხს მოსაწონი ჰგონია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს...
იხილეთ სრულად
ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შებილწეს გული. მან დაკარგა პირვანდელი სიწმინდე და უბიწოება, ღმერთის სიყვარულის გრძნობა ღმრთისადმი შიშის გრძნობამ განდევნა (შესაქმ. 3, 8); გული უგუნურ მისწრაფებებსა და ვნებიან სურვილებს მიეცა. ამგვარად, ჩენს პირველმშობლებს დაუბნელდათ თვალი, რომლითაც ღმერთს ჭვრეტდნენ, რამეთუ ცოდვა, როგორც საბურველი, გადაეკრა გულს, რომელიც მაშინ ჭვრეტს ღმერთს, როდესაც უმანკო და წმინდაა (მათ. 5, 8).
ცოდვით დაცემის ფიზიკური შედეგებია: სნეულებანი, ჯაფა, სიკვდილი. სენი მივიღეთ, როგორც ზნეობრივი დაცემის, ღმერთისგან გაუცხოებისა და მისგან ადამიანთა განდგომის ბუნებრივი შედეგი. ადამიანები დაემორჩილნენ სამყაროს ხრწნად საწყისებს, სადაც...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემის ფიზიკური შედეგებია: სნეულებანი, ჯაფა, სიკვდილი. სენი მივიღეთ, როგორც ზნეობრივი დაცემის, ღმერთისგან გაუცხოებისა და მისგან ადამიანთა განდგომის ბუნებრივი შედეგი. ადამიანები დაემორჩილნენ სამყაროს ხრწნად საწყისებს, სადაც ლპობა და სიკვდილი მოქმედებს; განეშორნენ ცხოვრებისა და ყოველი ძალის მუდმივი განახლების წყაროს - ღმერთს. როცა უფალმა იესო ქრისტემ განკურნა უძლურებაში მყოფი, იქვე მიუთითა სნეულების დამოკიდებულებაზე ცოდვასთან: „აჰა ცოცხალ ი...
ცოდვების გამო გმართებთ გონივრულად მწუხარება. არსებობს ცოდვათა გამო მიწიერი (მსოფლიო, ცოდვილი) წუხილი: როდესაც საკუთარი ცოდვით უფრო ხარ გართული, ვიდრე უფალზე ფიქრით, სწორედ მაშინ სცოდავ.