როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
უნდა ვისწავლოთ გზების ძიება ჩვენი ცხოვრების სათავესთან, ჩვენი ყოფისათვის აზრის მომნიჭებელთან, სიყვარულისა და იმედის წყაროსთან - ღმერთთან დასაახლოვებლად.
უფლისაგან - სიკეთისა და ცხოვრების წყაროსაგან განდგომილ სულს მიაჩნია, რომ იგი იზრდება, ვითარდება, წინ მიისწრაფვის... სინამდვილეში კი მასში პატივმოყვარეობა, ამპარტავნება, ეგოიზმი, გულქვაობა ღვივდება...
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი...
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გა...
იხილეთ სრულად
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გააფთრებულნი ყვიროდნენ: ჯუარს-აცუ ეგე (იოანე 19,15).
რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნო? მისკენ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით ხარობს. მაგრამ, როცა სინათლის სხივი სნეულ თვალს მოხვდება, აღიზიანებს და მწვავე ტკივილს იწვევს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; მშვენივრა...
იხილეთ სრულად
რა შეიძლება იყოს სინათლეზე უფრო სასიამოვნო? მისკენ ისწრაფვის ყოველი ცოცხალი, მისით არსებობს, მისით ხარობს. მაგრამ, როცა სინათლის სხივი სნეულ თვალს მოხვდება, აღიზიანებს და მწვავე ტკივილს იწვევს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; მშვენივრად ბრძანებს ამის შესახებ უფალი იესო ქრისტე: ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა...