წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ...
იხილეთ სრულად
წმიდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიკები ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას ღებულობდნენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მოყვასთათვის სიყვარული და მშვიდობა მოჰქონდათ. მაგრამ როცა ლოცვით აღხილვისას ისინი საკუთარ სულს ჭვრეტდნენ, ძრწუნდებოდნენ, რამდენად მბრძანებლობდა ცოდვა ადამიანზე.
წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწი...
იხილეთ სრულად
წმიდანობა არის ის, რაც ადამიანს ახლიდან ქმნის - შემოქმედებითი ღვთაებრივი ძალა. წმიდანი - ეს არის ადამიანი, რომელშიც მადლი მყოფობს და მოქმედებს. წმიდანი ისაა, ვინც სულიწმიდას თავის გულში ადგილი მიუჩინა; ეს თაბორის ნათლისაგან გაბრწინებული სხივია.
წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
ფსალმუნი 36-38
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული: სიმდიდრე წაახდენს ჩვენს ზნეობას, სიღარიბე მოთმინებას გვაკარგვინებს, ბედნირებით აღვზვავდებით, უბედურება გვმუსრავს, საქმე მოუ...
იხილეთ სრულად
ეს სოფელი აღსავსეა ცთუნებებით და ყოველივე ჩვენს გახრწნილ ბუნებასთან ერთად ჩვენს წინააღმდეგ არის მომართული: სიმდიდრე წაახდენს ჩვენს ზნეობას, სიღარიბე მოთმინებას გვაკარგვინებს, ბედნირებით აღვზვავდებით, უბედურება გვმუსრავს, საქმე მოუცლელობაში გვაგდებს, უქმად ყოფნა გვანებივრებს, ცოდნა გვაამპარტავნებს, უმეცრება საცთურთან დაგვამეგობრებს, ჯანმრთელობა ვნებებს შეეწევა, უძლურება უგრძნობელობასა და დრტვინვაში გვაგდებს; ერთი სიტყვით, ყოველივე, რაც ჩვენშია, ან...
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ად...
იხილეთ სრულად
წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმინდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ, ჯერ კიდევ დედამიწაზე, მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ადამიანზე და ლოცვაში ღვრიდნენ ცრემლებს მათთვის. სულიწმიდამ ამოირჩია ისინი მთელი ქვეყნიერებისათვის მლოცველებად და აძლევდა ცრემლების წყაროს. სულიწმიდა თავის რჩეულებს აძლევს ისეთ დიდ სიყვარულს, რომ მათი სულები, როგორც ცეცხლით...
წმინდანებს ესმით ჩვენი ლოცვა, ეს ჩანს წმინდანებთან ლოცვითი მიმართვის განუწყვეტელი გამოცდილებიდან. სულიწმიდაში, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, წმინდანები ღებულობენ ამ საჩუქარს ნაწილობრივ, ხოლო აქედან გამგზავრებისას იგი იზრდება.
წმიდანები ხარობენ ჩვენს სინანულზე. მათ მიაღწიეს ზეციურ სამეუფოს და იქ უჭვრეტენ უფლის დიდებას, მაგრამ სულიწმიდით ისინი ადამიანის ტანჯვასაც ხედავენ დედამიწაზე. ისინი ხედავენ როგორ ვიქანცებით ტანჯვისაგან, როგორ გამოვიფიტეთ შინაგანად,...
იხილეთ სრულად
წმიდანები ხარობენ ჩვენს სინანულზე. მათ მიაღწიეს ზეციურ სამეუფოს და იქ უჭვრეტენ უფლის დიდებას, მაგრამ სულიწმიდით ისინი ადამიანის ტანჯვასაც ხედავენ დედამიწაზე. ისინი ხედავენ როგორ ვიქანცებით ტანჯვისაგან, როგორ გამოვიფიტეთ შინაგანად, რა გულგატეხილობა დაგვეუფლა და გამუდმებით შუამდგომლობენ ჩვენთვის ღმერთის წინაშე. წმინდანებს უხარიათ, როცა ადამიანები სინანულში არიან და წუხან, როცა ისინი ტოვებენ ღმერთს და ემსგავსებიან პირუტყვებს. მათ ეცოდებათ ხალხი, რომ...
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომელსაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს ადამიანურ ღირსებას უწოდებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებას, სისასტიკეს სამართლიანობას, ავხორცობასა...
იხილეთ სრულად
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომელსაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს ადამიანურ ღირსებას უწოდებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებას, სისასტიკეს სამართლიანობას, ავხორცობასა და გარყვნილებას ბუნებრივ ზნეს, სიცრუეს სიბრძნეს, პირფერობას ჰუმანურობას და პატივისცემას, სიმხდალეს მოკრძალებას, მფლანგველობას დიდსულოვნებას, უხეშობას პირდაპირობას და ა.შ. ქვეყანა ჭეშმარიტ სათნოებას ვერ ამჩნევს, ის დაფა...
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.