წმინდანებს ესმით ჩვენი ლოცვა, ეს ჩანს წმინდანებთან ლოცვითი მიმართვის განუწყვეტელი გამოცდილებიდან. სულიწმიდაში, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, წმინდანები ღებულობენ ამ საჩუქარს ნაწილობრივ, ხოლო აქედან გამგზავრებისას იგი იზრდება.
წმიდანები ხარობენ ჩვენს სინანულზე. მათ მიაღწიეს ზეციურ სამეუფოს და იქ უჭვრეტენ უფლის დიდებას, მაგრამ სულიწმიდით ისინი ადამიანის ტანჯვასაც ხედავენ დედამიწაზე. ისინი ხედავენ როგორ ვიქანცებით ტანჯვისაგან, როგორ გამოვიფიტეთ შინაგანად,...
იხილეთ სრულად
წმიდანები ხარობენ ჩვენს სინანულზე. მათ მიაღწიეს ზეციურ სამეუფოს და იქ უჭვრეტენ უფლის დიდებას, მაგრამ სულიწმიდით ისინი ადამიანის ტანჯვასაც ხედავენ დედამიწაზე. ისინი ხედავენ როგორ ვიქანცებით ტანჯვისაგან, როგორ გამოვიფიტეთ შინაგანად, რა გულგატეხილობა დაგვეუფლა და გამუდმებით შუამდგომლობენ ჩვენთვის ღმერთის წინაშე. წმინდანებს უხარიათ, როცა ადამიანები სინანულში არიან და წუხან, როცა ისინი ტოვებენ ღმერთს და ემსგავსებიან პირუტყვებს. მათ ეცოდებათ ხალხი, რომ...
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომელსაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს ადამიანურ ღირსებას უწოდებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებას, სისასტიკეს სამართლიანობას, ავხორცობასა...
იხილეთ სრულად
ქვეყანა მსახიობს ჰგავს, რომელსაც სამეფო სამოსი აცვია და თავზე ყალბი ქვებით შემკული გვირგვინი ადგას. მას თავისი შიფრი აქვს: სიამაყეს ადამიანურ ღირსებას უწოდებს, აღვირახსნილობას - თავისუფლებას, სისასტიკეს სამართლიანობას, ავხორცობასა და გარყვნილებას ბუნებრივ ზნეს, სიცრუეს სიბრძნეს, პირფერობას ჰუმანურობას და პატივისცემას, სიმხდალეს მოკრძალებას, მფლანგველობას დიდსულოვნებას, უხეშობას პირდაპირობას და ა.შ. ქვეყანა ჭეშმარიტ სათნოებას ვერ ამჩნევს, ის დაფა...
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: „ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელს“.
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამ ქვეყნიურს რასმე. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
ვინაიდან ამქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისაგან კი არ არის, არამე...
იხილეთ სრულად
ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამ ქვეყნიურს რასმე. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
ვინაიდან ამქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისაგან კი არ არის, არამედ ამ ქვეყნისაგან.
ეს ქვეყანაც გარდავა, და მისი გულისთქმანიც, ხოლო ღმრთის ნებისმყოფელი წარუვალი უკუნისამდე.
თ. 2-3
ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ ყველანი არ ვიმსახურებთ მას, ვინაიდან ის, თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: „შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია“ (გამოსვ. 33, 19).
სახიერი ღმერთი უხვ წყალობას გვანიჭებს და მისი ქმედება ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მომართული. ყოველივე სიკეთე, რაც კი გაგვაჩნია ღვთის ძღვენია. ყველაფერი თავისი ქმნილების ადამიანისადმი სამსახურად დაადგინა. ისე გააკეთე, რომ ყველ...
იხილეთ სრულად
სახიერი ღმერთი უხვ წყალობას გვანიჭებს და მისი ქმედება ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არის მომართული. ყოველივე სიკეთე, რაც კი გაგვაჩნია ღვთის ძღვენია. ყველაფერი თავისი ქმნილების ადამიანისადმი სამსახურად დაადგინა. ისე გააკეთე, რომ ყველა: ცხოველებიც, ფრინველებიც, პატარებიცა და დიდებიც, მცენარეებიც კი - საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავენ მისთვის. თავად ღმერთმაც, საკუთარი თავიც კი გაიღო მსხვერპლად, რათა ადამიანი გამოეხსნა. ნუ ვიქნებით გულგრილნი ყოველივე ამ...
ჩვენ კი, თავს ღვთის მონას რომ ვუწოდებთ, ხშირად ვცრუობთ. ჩვენ სხვა ბატონის მონები ვართ, მისი სახელია წუთისოფელი! მისდამი სამარცხვინო მონობას კი პირმოთნეობა ჰქვია.
ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება. რადგანაც, თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზა...
იხილეთ სრულად
ის, ვისკენაც წყევლაა მიმართული, ამ ცხოვრებაში იტანჯება, თუმცა იგი, ვისგანაც წყევლა გამოდის, ამქვეყნადაც იტანჯება და იმ ქვეყანაშიც დაიტანჯება. რადგანაც, თუ ის არ შეინანებს და აღსარებას არ იტყვის, იქ დაისჯება ღვთისაგან, როგორც ავაზაკი. შეიძლება ვიღაცამ მართლაც გაგანაწყენა, მაგრამ, როდესაც შენს შეურაცხმყოფელს წყევლი, ეს იგივეა თოფი აიღო და მოკლა იგი. რა უფლებით აკეთებ ამას? რაც არ უნდა დაგიშავოს მან, მისი მოკვლის ნება მაინც არა გაქვს. როცა ადამიანი ...