კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე
კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და საეკლესიო თემებზე კითხვა-პასუხი ფსიქოლოგიურ, სულიერ და
839. რადგან ე.წ. ხარკის ამკრეფნი ჩვენს ქალაქშიც მოდიან და ყოველთვის ეძიებენ, რომ ძღვენს მიიღებენ ეკლესიისგან, ამიტომ საგონებელში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი როგორ მოვიქცე. თუ გავუგზავნი, მეშინია ღვთის წინაშე შეცოდებისა, რამეთუ არამართებულად გავცემ იმას, რაც გლახაკებს ეკუთვნის; თუ არ გავუგზავნი, მაშინ ბრალს დამდებენ გამგებლების წინაშე. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე? იხილეთ სრულად
838. იმდენად, რამდენადაც ზემოთნახსენები ჩამორთმევა არაერთხელ შემემთხვა და ვწუხვარ იმის გამო, რომ ის, რაც მჭირდება ხელთ აღარა მაქვს, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში?
836. ჩემო მამაო! თქვენი წმინდა სიტყვების მეოხებით ეკლესიამ ღვთისაგან დიდი დახმარება მიიღო. ზოგიერთი მისი შეურაცხმყოფელი და ეკლესიის წევრებზე თავდამსხმელი მშვიდობას და პატიებას ითხოვს მოყენებული შეურაცხყოფებისთვის; ამასთანავე, გვპირდება, რომ ჩვენს მოთხოვნებს დაააკმაყოფილებს და ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაამშვიდებს. როგორ მიბრძანებ: მივიღო ისინი, თუ არა? იხილეთ სრულად
833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან
832. ჩემო მამაო! ძალიან მამძიმებენ ის ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან მოყვასის წყენას. როდესაც ვეპასუხები, მათი მტერი ვხდები, დამხმარე კი არავინ მყავს და ჩემი ეკლესიიდან წასვლა მინდა
831. ვინმე, სხვა სარწმუნოების მიმდევარი, დანაშაულის გამო მართალთა ქვეყანაში აიყვანეს. ბევრნი ამბობენ, რომ ის მოსაკლავი ან დასაწვავია: კარგია ეს თუ არა?
829. ზოგიერთები მანიქეველები აღმოჩნდნენ. ისინი სასჯელს გაექცნენ და როგორმე რომ მოინათლონ (არა ისე, როგორც საჭიროა), სხვაგან წავიდნენ. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
826. ზოგჯერ სოფელს ჩვენს მიერ ხელდასხმული მღვდლები უკვე ემსახურებიან. ხოლო სხვები, ანუ სხვაგან ხელდასხმულნი, მოსახლეობის თანხმობით, სოფლის საეკლესიო დასში ირიცხებიან და ისინიც ასევე მსახურებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც იმავე ადგილას სოფლის მცხოვრებთა თანხმობის გარეშე, ძლიერთა ნებით დაადგინეს. ყველა მათგანს მოეთხოვება საერო, პირადი მსახურება და გადასახადი, თუ არა? იხილეთ სრულად