ილია II - ციტატები, გამონათქვამები
ილია II - ციტატები, გამონათქვამები ილია II | გამონათქვამები, ციტატები
განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად?
მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა.
არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა".
ქრისტეს აღდგომის ღვთაებრივი საიდუმლოს აღქმას ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ შინაგანი, სულიერი გამოცდილების მეშვეობით, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რწმენასაც და ცოდნასაც.
აღდგომილმა მაცხოვარმა განმაკურნებელი ბალზამით მოუშუშა რა ძველ სამყაროს ზნეობრივი ჭრილობები, იმედი მოუტანა გამოფიტულთ და სასოწარკვეთილთ.
ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, "რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს" (2 კორ. 4,14). ეს ერთიანობა გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, რათა იგი არ... იხილეთ სრულად
გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთი... იხილეთ სრულად