ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები
ენა, სიტყვა - ციტატები, გამონათქვამები ენა, სიტყვა, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის.
ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან
წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს. მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებული სახლები დაამხო. მესამე ენამ ქველი დედაკ... იხილეთ სრულად
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განიკითხები.
თ. 12
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. მაგრამ ამოვიდა თუ არა... იხილეთ სრულად
ცხოვრება უსიტყვოდაც მოძღვრავს, სიტყვა კი - ცხოვრების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძლიერად და ბრწყინვალედაა გადმოცემული, მსმენელს მხოლოდ ამძიმებს.
შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ უფრთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისაგან.
თ. 13-14
უჭკუო ადამიანის სიტყვა ზღვის ხმაურიანი ტყლაშუნია, რომელიც ნაპირზე ეხეთქება, მაგრამ სანაპიროს მცენარეებს ვერ ვნებს.
ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს, ამაოდმეტყველი ენა კი - კეთილ განწყობას.
თ. 4-6