ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები
ღმერთი - ციტატები, გამონათქვამები ღმერთი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღვთისმოყვარეობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი.
უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის ყოველგვარი სიკეთის თავი, შუაგული და ბოლო. ხოლო სიკეთის რწმუნება თუ ქმნა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა ქრისტესა და სულიწმინდაში.
რომელსა მხოლოსა აქუს უკვდავებაი და ნათელსა მყოფ არს მიუწვდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელეწიფების.
რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ,. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს.
რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს. მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა. ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩა... იხილეთ სრულად
რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყე... იხილეთ სრულად
რა არის ღმერთი, ამის ახნსა არ შეგვიძლია. კეთილგონივრულად ვაღიარებთ, რომ ზუსტი შემეცნება არ გაგვაჩნია. ღვთისადმი მიმართებაში ჩვენთვის ყველაზე დიდი ცოდნა ჩვენი უმეცრების აღიარებაა.