წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც ამბობს, რომ ამ მირონის კეთილსურნელებას მცირედ გრძნობს, მაგრამ როდესაც აქებენ, გული ოდნავ მაინც შეუტოკდება და ქების სიტყვა ეამება (და არ შეაძრწუნებს ის), მაშინ, დაე, იგი ტყუილუბრალოდ თავს ნუ იცდუნებს ვინც ამბობს, რომ ამ მირონის კეთილსურნელებას

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს იმდაბლებს, რადგან საკუთარი თავი ყველამ უნდა იტვირთოს, არამედ ის წარმოაჩენს სიმდაბლეს, ვისაც სხვები აგინებენ, თავად მოითმენს და მათ მიმართ სიყვარულს არ დაკარგავს სიმდაბლეს წარმოაჩენს არა იგი, ვინც თავს

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ლოცვა

თუ ვინმე მისთვის ლოცვას გთხოვს, ნუ უარყოფ მას, თუნდაც ლოცვის დიდი ნიჭი არ გქონდეს მოპოვებული, არამედ შემუსვრილი გულით ილოცე, რადგანაც ხშირად მთხოვნელის სარწმუნოება შემუსვრილებით მლოცველსაც აცხოვნებს თუ ვინმე მისთვის ლოცვას გთხოვს, ნუ უარყოფ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

თუ თვალები გიმძიმდება, ხელსაქმე აიღე, მაგრამ ვიდრე ძილი არ დაგძალავს, მას ნუ შეეხები, რადგან არ შეიძლება, ერთდროულად ღმერთსაც ემსახურებოდე და მამონსაც, ანუ გონებას ღმერთსა და ხელსაქმეს შორის ანაწილებდე თუ თვალები გიმძიმდება, ხელსაქმე აიღე, მაგრამ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

იბატონე შენს კუჭზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე. ამ ნათქვამს კარგად გაიგებს ის, ვინც სიძვის უფსკრულში ჩავარდნილა, ქალწულებს კი ამის გამოცდილება არა აქვს იბატონე შენს კუჭზე, სანამ თვითონ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

ვინც არად ჩაგდებს მას, გათავისუფლდება ამ მტანჯველებისაგან, ხოლო ვინც სხვაგვარად შეებრძლოლება, მასში საუკუნოდ დამკვიდრდება იგი; რადგანაც, არაწმიდა სულის შეპყრობის მოსურნე, ქარს დადევნებული კაცის მსგავსია ვინც არად ჩაგდებს მას, გათავისუფლდება ამ

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

თვალთმაქცობა სიცრუის დედაა, ხშირად კი მისი მიზეზიც ხდება, რადგან ზოგი ამბობს, რომ თვალთმაქცობა სხვა არაფერია, თუ არა სიცრუეში დახელოვნება და სიცრუის მომგონებელი, რომელსაც თან სასჯელის ღირსი ცრუ ფიცი ერთვის თვალთმაქცობა სიცრუის დედაა, ხშირად კი მისი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

თვითონ ნახე, ჰოი, ნეტარო, რომ როდესაც ირემი, ეს მხნე და უშიშარი სულის სახე, ბოროტ ქვეწარმავლებს გაანადგურებს, მაშინ "სურინ და მოაკლდებინ" მას "უფლისა მიმართ", რადგან დამწველი ცეცხლით - უფლისადმი სიყვარულით იწვის თვითონ ნახე, ჰოი, ნეტარო, რომ როდესაც ირემი

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს მწყემსს, ასევე უბრალო სულის ადამიანი წინააღმდეგობას არ უწევს წინამძღვარს და მისდევს მოძღვარს ყველგან, სადაც იგი ისურვებს და რომც დაკლან, წინააღმდეგობას ვერ გასწევს როგორც ცხვარს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს

link

წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |

1