უფალზე ისაუბრე სრული კეთილგანწყობით, განსაკუთრებით მის სიყვარულსა და სახიერებაზე, თუმცა შიშით, რომ რაიმე არ თქვა ღმრთის დიდებულებისათვის შეუფერებელი, შფოთო არ შეიტანო მსმენელთა უზაკველ გულებში და უნებლიედ არ შესცოდო ამ შემთხვევაშ...
იხილეთ სრულად
უფალზე ისაუბრე სრული კეთილგანწყობით, განსაკუთრებით მის სიყვარულსა და სახიერებაზე, თუმცა შიშით, რომ რაიმე არ თქვა ღმრთის დიდებულებისათვის შეუფერებელი, შფოთო არ შეიტანო მსმენელთა უზაკველ გულებში და უნებლიედ არ შესცოდო ამ შემთხვევაშიც, ამიტომ ეცადე, უფრო სხვის საუბარს უსმინო.თუკი საუბარი სხვა თემას ეხება, დაე მხოლოდ ბგერები შეეხოს შენს ყურთასმენას, და არა აზრი გონებას, რომელიც შეუხრელად უნდა გქონდეს აღმართული უფლისაკენ. მაშინ კი, როდესაც აუცილებელი...
link
ნუ გააბამ ვრცელ საუბარს იმასთან, ვინც უკეთური გულით გისმენს, რათა თავი არ მოაბეზრო და არ შეიქმნე მისთვის საძულველი, ვითარცა წერილ არს: "სიტყვამრავალს შეიძაგებემ" (სიბ. ზირ. 20.8) გაფრთხილდი, არ ისაუბრო მკაცრად და ხმააწეულად, რამეთ...
იხილეთ სრულად
ნუ გააბამ ვრცელ საუბარს იმასთან, ვინც უკეთური გულით გისმენს, რათა თავი არ მოაბეზრო და არ შეიქმნე მისთვის საძულველი, ვითარცა წერილ არს: "სიტყვამრავალს შეიძაგებემ" (სიბ. ზირ. 20.8) გაფრთხილდი, არ ისაუბრო მკაცრად და ხმააწეულად, რამეთუ ერთიცა და მეორეც უკიდურესად საძულველია და შენს მოსაუბრეს დააეჭვებს, რომ ურგები ხარ და დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. ნურასოდეს ისაუბრებ საკუთარ თავზე, შენს საქმეებზე ან შენს მოყვასზე, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა ...
link
მდუმარებისკენ მიისწრაფოდა ყველა დიდი სული, რამეთუ ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: "დუმილი ოქროა". ყოველ დაფიქრებულ ადამიანს გამოუცდია და იცის, რომ ის არის არა ის, რასაც იგი საკუთარ თავზე ამბობს, არამედ ის, რაც უ...
იხილეთ სრულად
მდუმარებისკენ მიისწრაფოდა ყველა დიდი სული, რამეთუ ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: "დუმილი ოქროა". ყოველ დაფიქრებულ ადამიანს გამოუცდია და იცის, რომ ის არის არა ის, რასაც იგი საკუთარ თავზე ამბობს, არამედ ის, რაც უთქმელი რჩება. არა ის, რაზეც შეგნებულად დუმილს ამჯობინებენ, არამედ ის, რის გამოთქმაც შეუძლებელია. ჩვენი საუბარი ადამიანებთან წვრილი ფულია, რომლითაც თავს გამოვისყიდით, მაშინ, როდესაც მსხვილიჩვენთან რჩება. ანდა ასე: ადამიან...
link
თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ეს არის ღვთივსათნო მდგომარეობის თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი ...
იხილეთ სრულად
თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ეს არის ღვთივსათნო მდგომარეობის თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი სახელი მდუმარების სულია. მის ხსოვნაშია სიხარული და მხიარულება, ცოდვების დატევება და სათნოებათა სიმდიდრე. ეს ყოვლადდიდებული სახელი ცოტამ თუ მოიღვაწა, ისიც ძნელად და მხოლოდ მდუმარებასა და განრიდებაში. სხვაგვარად ეს ადამიან...
link
წრფელი გრძნობა უტყვია. სიტყვების მეშვეობით ამოხეთქავს უფრო მეტად ეგოისტური გრძნობები ეძიებენ, რათა გამოთქვან ის, რაც ჩვენს პატივმოყვარეობას ეამება, და რაც ჩვენის აზრით უკეთესად წარმოგვაჩენს. მრავალსიტყვაობა, უმრავლეს შემთხვევაში,...
იხილეთ სრულად
წრფელი გრძნობა უტყვია. სიტყვების მეშვეობით ამოხეთქავს უფრო მეტად ეგოისტური გრძნობები ეძიებენ, რათა გამოთქვან ის, რაც ჩვენს პატივმოყვარეობას ეამება, და რაც ჩვენის აზრით უკეთესად წარმოგვაჩენს. მრავალსიტყვაობა, უმრავლეს შემთხვევაში, საკუთარ თავზე რამდენადმე ამპარტავნული წარმოდგენიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვითაც წარმოვიდგენთ, რომ ფრიად მცოდნენი ვართ და ჩვენი აზრი საუბრის საგანზე ყოვლად დამაკმაყოფილებელია, დაუოკებელ იძულებას ვგრძნობთ გამოვიდეთ სი...
link
კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი...
იხილეთ სრულად
კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი სამსჯავროს წინასწარგანმცდელი, მაცხოვნებელ მწუხარებაში წარმატების მომტანი, კადნიერების მტერი, უშფოთველი მეუღლე, მასწავლებლობისმოყვარეობის მოწინააღმდეგე, გონიერების გამამრავლებელი, სულიერ ხედვათა შემოქმედი, დაცემის მტერი,...
link
უდიდესი აუცილებლობაა, შევაკავოთ და ჯეროვნად ვმართოთ ენა. ენის მამოძრავებელი არის გული. რითიც გულია აღსავსე, ენიდანაც იგივე მოედინება, და პირიქით - ენით გამოთქმული მტკიცდება და ფესვს იდგამს გულში. ამიტომ ენას არცთუ უმნიშვნელო ადგილ...
იხილეთ სრულად
უდიდესი აუცილებლობაა, შევაკავოთ და ჯეროვნად ვმართოთ ენა. ენის მამოძრავებელი არის გული. რითიც გულია აღსავსე, ენიდანაც იგივე მოედინება, და პირიქით - ენით გამოთქმული მტკიცდება და ფესვს იდგამს გულში. ამიტომ ენას არცთუ უმნიშვნელო ადგილი აქვს ჩვენი ზნის ჩამოყალიბებაში.
link
ჭეშმარიტმა უცხოობამ, მორჩილებამ და დუმილმა მრავალი შეუძლებელი რამ შესაძლებლად აქცია და მრავალი განუკურნებელი განკურნა
იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას
მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ