სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც – სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.
თუ სწორად ვცხოვრობთ, ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება, მისი შეწევნა კი შეიძლება მოვიდეს იქ და მაშინ, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.
მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიყვარულისა და სიხარულისკენ.
ცათა შინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს.
შევიმოსოთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მივუტევოთ და ჩვენი თავი მივმადლოთ ურთიერთს...
მართალია, ეს ცხოვრება სწრაფწარმავალია, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ მოვიპოვოთ მარადიული ნეტარება ან სამუდამოდ დავკარგოთ იგი.
ღვთის ძალა სწორედ რომ უძლურებაში ცხადდება!
იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს.
უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა.
მხოლოდ უფალს შეუძლია მოგვანიჭოს სულის სიმშვიდე და სასოება, მხოლოდ მას ძალუძს დააცხროს ჩვენი აბორგებული გული და შინაგანი სამყარო.