სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჭეშმარიტი სიბრძნე გვასწავლის, რომ სიმდიდრე ძალიან ადვილად იქცევა მორალურ სიღატაკედ.
ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია
იდეა შინაგანი ხედვაა, ყველა ის სიკეთე და ბოროტებაა, რომელნიც შიგნიდან მომდინარეობენ.
ღმერთის სიყვარული განუყოფელია მოყვასის სიყვარულისგან და ერთი მეორეს განაპირობებს.
მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი
ყოველი განვლილი დღე მარადიულობის კარიბჭესთან, სიკვდილის იდუმალებასთან გვაახლოებს.
რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე არ არსებობს პროგრესი, შეუძლებელია სულიერი აღმავლობა.
წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია, ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული.
თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია (ბარსონოფი და იოვანე, 1885 წ. 3.207).