ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა,...
იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამითი უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება.
აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, ...
იხილეთ სრულად
აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა. "სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით" (წმ. ათანასე დიდი).
ჩვენმა მოძღვრებმა ინახულეს ქალთა კოლონიაში მყოფნი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც თავის დროზე მაღალი თანამდებობა ეკავა, მღვდელს სინანულით უთხრა, რომ ადრე, როდესაც ციხიდან გამოსული ვინმე მას სამსახურში მიღების თხოვნით მიმართავდა, ახლ...
იხილეთ სრულად
ჩვენმა მოძღვრებმა ინახულეს ქალთა კოლონიაში მყოფნი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც თავის დროზე მაღალი თანამდებობა ეკავა, მღვდელს სინანულით უთხრა, რომ ადრე, როდესაც ციხიდან გამოსული ვინმე მას სამსახურში მიღების თხოვნით მიმართავდა, ახლოსაც არ იკარებდა, მოსმენაც არ უნდოდა მისი... ახლა კი, როცა თვითონ მოხვდა პატიმრობაში, იგრძნო, რამდენად მკაცრი და არასამართლიანი იყო სხვათა მიმართ.
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთ...
იხილეთ სრულად
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: "სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ, რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ.
ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩი...
იხილეთ სრულად
ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩილებას, გულისხმობს სიმშვიდეს, თავგანწირვას, შენდობის უნარს... ჩვენ კი განკითხვის ცოდვიდან ვერ ვთავისუფლდებით და ამიტომაც არა ვართ მოწყალენი.
წმიდა პავლე მოციქულის თქმით, სიყვარული სულგრძელი და ტკბილია; მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ იცის განრისხება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკე...
იხილეთ სრულად
წმიდა პავლე მოციქულის თქმით, სიყვარული სულგრძელი და ტკბილია; მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ იცის განრისხება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორინ. 13,4-7). ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება!
გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემოქმედის – უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმ...
იხილეთ სრულად
გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემოქმედის – უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პასუხისმგებლობას.