ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარუ...
იხილეთ სრულად
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება...
იქ სადაც მორჩილებაა, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩოობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ ეშმაკები და აწყობენ სანარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში. და ვერ ისვ...
იხილეთ სრულად
იქ სადაც მორჩილებაა, სიმდაბლე და ღვაწლია, ეშმაკები ვერასდროს დაატყვევებენ ადამიანს. სიკერპე, ურჩოობა და ამპარტავნება შობს მოწყინებასა და სიზარმაცეს და მაშინ ეშმაკები და აწყობენ სანარცხესა და ბაგას ასეთი ადამიანის სულში. და ვერ ისვენებენ მანამ, სანამ დამნაშავედ არ გახდიან ძველსა და ახალ ცოდვებში და სრულიად არ დაატყვევებენ
ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან
მამა გაბრიელი ოთხი დღე იმყოფებოდა თბილისში, სხვადასხვა მორწმუნეების ოჯახში. ამ ხნის განმავლობაში საკვები თითქმის არ მიუღია. მხოლოდ ერთ ლუკმას თუ იხმევდა, რომ ნაწყენი არ დავრჩენილიყავით. დედაჩემმა ერთხელ გულდაწყვეტით ჰკითხა, რატომ ...
იხილეთ სრულად
მამა გაბრიელი ოთხი დღე იმყოფებოდა თბილისში, სხვადასხვა მორწმუნეების ოჯახში. ამ ხნის განმავლობაში საკვები თითქმის არ მიუღია. მხოლოდ ერთ ლუკმას თუ იხმევდა, რომ ნაწყენი არ დავრჩენილიყავით. დედაჩემმა ერთხელ გულდაწყვეტით ჰკითხა, რატომ არ ჭამთ არაფერს, იქნებ ცოტა მაინც მიირთვათო. მამა გაბრიელმა უპასუხა, მე თქვენს სიყვარულს მივირთმევო. ბერს, ზოგადად, წესად ჰქონდა, რომ უარი არაფერზე ეთქვა. თითქოს ყველაფერი უნდოდა - გადაიღებდა რომელიმე კერძს და მერე პირს ...