ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ძმაო, ნუ იქნება შენი სული ის ჭა, რომელიც ხან სიმდაბლის მაცოცხლებელ წყალს აღმოადინებს და ხან ამპარტავნების და პატივმოყვარეობის სიცხე აშრობს. არამედ უვნებელობის წყარო იყოს იგი, რომელიც სიგლახაკის წყალს აღმოადინებს
სულმოკლეობა მრავალ შვილს ბადებს: დრტვინვას, ურჩობას, ურცხვობას, ჩივილს, გმობას, სასოწარკვეთილებას და სხვა. ამპარტავნება და გაკერპება ჭეშმარიტი დები არიან, ისინი ათას შვილს შობენ. რომლებიც სულის დასაღუპად ერთიანდებიან
ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. "შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზაკვალი აგირიეს" (ეს. 3,12) - ამბობს წინასწარმეტყველი
ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდკაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს.
დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა თავისი ამპარტავნებით ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი, და საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია;
78. ვნახე უსწავლელნი, საქმით გონებადამდაბლებულნი, და გახდნდნენ ისინი ბრძენთა უბრძნესნი.
79. სხვა უსწავლელმა კი, როდესაც ნახა ისინი შექებულნი, არათუ გონებამდაბლობას ჰბაძა მათსას, არამედ უსწავლელობით მოამაყემ ამპარტავნება მოიხვეჭა.
საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც "რაი სარგებელ ეყოს კაცსა", რომელმაც "სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათ. 16, 26)... იხილეთ სრულად
სოფელი ადამიანს იმას სთავაზობს, რაც გააჩნია, რაც თავისი არსებობის მანძილზე დააგროვა - ამპარტავნების შხამს, ავხორცობასა და სიძულვილს.
თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეს ჩასწვდეს
ესრეთნი არიან სამნი ბოროტნი თვისებანი ფარისევლისა, ესე იგი: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება.