თუ ვერ განვეშორებით მტრობას, ვერაგობას, ბოროტებას, შურსა და რისხვას და ყოველ საქმეთ ღვთისა და ჩვენს შეურაცხმყოფელს, ვერც აღდგომის დღესასწაულის ძალას ვიგრძნობთ.
სახარებაში მაცხოვარი რამდენჯერმე ბრძანებს: "მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოანე 13,34), რაც ამ სიტყვების დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
კრავი უფლისა ჯვარს აცვეს, ის კი მაინც ცოცხალია, მას უარყოფენ, იგი კი კვლავაც ჩვენთანაა, ჭიშკარს უკეტავენ, ის დგას და რეკავს კარზე შენი გულისა, იცდის, როდის შეუშვებ;
ჭეშმარიტი სიყვარული მოიცავს ქრისტიანის ცხოვრების ყველა მხარეს, განსაზღვრავს და საფუძვლად ედება ურთიერთობას პიროვნებასა და შემოქმედს შორის, ადამიანთა შორის.
ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი - განეშორება.
რწმენა, - აი უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).
ქრისტიანის ცხოვრება საკუთარ თავთან ბრძოლაა, გულის სიწმინდისათვის ზრუნვაა; ეს არის სინანული და მცდელობა იმისა, რომ ღმერთი მოვიძიოთ და ჩვენს გულებში გავამეფოთ.
წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.
ღვთის მიერ მონიჭებული თავისუფალი ნებით ადამიანი არჩევანს თავად აკეთებს და სვლაც სასუფეველისკენ ან ჯოჯოხეთისაკენ ყველასთვის აქედან, ამ წუთისოფლიდან იწყება.