სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, მის მოქმედებას, რათა ვიყოთ "მორჩილი თიხა მის ხელში".
მაცხოვარი ჩვენგან ითხოვს არა ორი ბატონის მსახურ, გაყოფილ გულს, არამედ გულს, რომელიც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.
უწყლოდ და ულუკმაპუროდ ადამიანი ფიზიკურად კვდება, სიმართლის გარეშე კი - კვდება მეორე ანუ სულიერი სიკვდილით.
წმ. ბასილი დიდი წერს: "რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი".
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ.
ისევე როგორც არ ძალგვიძს ყოფნა უჰაეროდ, უწყლოდ, უპუროდ, ასევე არ უნდა შეგვეძლოს ცხოვრება სიმართლის გარეშე.
ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.
გამიწიერებული ადამიანი საკუთარი თავის და თავისი შესასძლებლობების მოიმედეა, სულიერი კი, - მხოლოდ ღმერთის.
ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება არა მარტო ბოროტების ჩამდენთ, არამედ მათ შვილებს, ახლობლებსა და შთამომავლობას.
როცა ამა თუ იმ საქმისადმი მზაობა არსებობს, გარემო პირობები ხელს რომც არ უწყობდეს, მიზანი მაინც მიიღწევა.