ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე, ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრობის მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე, ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრობის მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ მიმოიხედო შენს გარშემო, არ შეხედო შენს გარემომცველ ადამიანებს, თვალი არ შეავლო დიდებულთა პალატებს, არამედ მიაპყარი შენი მზერა ღვთის ტახტს და იხილავ იესო ქრისტეს, რომელიც ზის მარჯვენით ღვ...
იხილეთ სრულად
თუ გინდა გაიგო რას წარმოადგენს ადამიანი, არ მიმოიხედო შენს გარშემო, არ შეხედო შენს გარემომცველ ადამიანებს, თვალი არ შეავლო დიდებულთა პალატებს, არამედ მიაპყარი შენი მზერა ღვთის ტახტს და იხილავ იესო ქრისტეს, რომელიც ზის მარჯვენით ღვთისა და მამისა საუკუნო დიდებაში.
გარნა ამასაც მიხედე, რასა იტყვის მაცდუნებელი: უკეთუ თაყვანის მცე მე, ესე ყოველი მოგცე: მაშასადამე, ყოველი ცოდვის აღსრულება არს ეშმაკის თაყვანის–ცემა; ყოველი სარგებლობა და კმაყოფილება, გამომავალი ცოდვისაგან, ეშმაკის მსახურება არის....
იხილეთ სრულად
გარნა ამასაც მიხედე, რასა იტყვის მაცდუნებელი: უკეთუ თაყვანის მცე მე, ესე ყოველი მოგცე: მაშასადამე, ყოველი ცოდვის აღსრულება არს ეშმაკის თაყვანის–ცემა; ყოველი სარგებლობა და კმაყოფილება, გამომავალი ცოდვისაგან, ეშმაკის მსახურება არის. მაშასადამე, ღვთის უარის ყოფა.
თუ ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას – მთელის გულით, მთელის სულით, მთელის გონებით, მთელის სამშვინველითა და მთელის სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი ჰაზრი, მაშინ შენც განრისხდი ეშმაკსა ზედა; ვითარცა მაცხოვარი და უთხარ მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა.
სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულისა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა.
სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, როდესაც შე...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულისა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა.
სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, როდესაც შენ ხშირად ფიქრობ და გიყვარს სჯული შენი, ესე იგი ქრისტიანობა, როდესაც შენ ემორჩილები ჭეშმარიტებასა და სიმდიდრესა ღვთისასა და თუმცა უძლურებისა გამო კაცის ბუნებისა შთავარდები შემთხვევით, რომელთამე ცოდვათა შინა, გარნა განგებ ...
ამპარტავნებასაც აქვს განრჩევა თითოეულ კაცში, ზოგი ორთა შუა დგას. რასაკვირველია აქვს ამპარტავნება, მაგრამ ამასთანავე გრძნობს თავის სიამაყეს, ცნობილობს ამგვარ ხასიათის უშვერობას, ცდილობს სიმდაბლის გზით ზიზღით განიკითხოს თავის ულის ზ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნებასაც აქვს განრჩევა თითოეულ კაცში, ზოგი ორთა შუა დგას. რასაკვირველია აქვს ამპარტავნება, მაგრამ ამასთანავე გრძნობს თავის სიამაყეს, ცნობილობს ამგვარ ხასიათის უშვერობას, ცდილობს სიმდაბლის გზით ზიზღით განიკითხოს თავის ულის ზვავი თვისება. წუხს და ნანობს. ხოლო არის ისეთი ამპარტავანი, რომელიც მის სიამაყეს საზღვარს არ უდებს, არა აქვს თავის განკითხვა, სრულიად არ ეკარება მას სიმდაბლის ფიქრები, უკადრისობას, თავმოწონებას და დიდ-რამედ თავის წარმოდგე...
მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მაგრამ მათში კი არ ინება შემოქმედმა ღმერთმა დამკვიდრება და მოსვენება, არამედ მხოლოდ ადამიანში. ამიტომაც ადამიანი ...
იხილეთ სრულად
მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მაგრამ მათში კი არ ინება შემოქმედმა ღმერთმა დამკვიდრება და მოსვენება, არამედ მხოლოდ ადამიანში. ამიტომაც ადამიანი ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო აღმატებული და ღირებულია ღმერთისთვის, და იმადაც კი გავკადნიერდები, რომ ვიტყვი: ადამიანი არათუ ხილულ ქმნილებებზე უფრო აღმატებული და ღირებულია, არამედ უხილავ, სულიერ ქმნილებებზეც, ანუ ღმერთის მსახ...
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი „შედგება უნივთო და გონიერი სულისაგან და ნივთიერი სხეულისაგან“ (სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება, ნაწ. I, პასუხი მე–18 კითხვაზე); მაშასადამე, იგი შედგება ორი ნაწილისაგან, და ეს სწა...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, ადამიანი „შედგება უნივთო და გონიერი სულისაგან და ნივთიერი სხეულისაგან“ (სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება, ნაწ. I, პასუხი მე–18 კითხვაზე); მაშასადამე, იგი შედგება ორი ნაწილისაგან, და ეს სწავლება არის როგორც ძველი აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის სწავლება.
ძველ აღთქმაში მოსე, აღწერს რა ადამიანის წარმოშობას, ცხადად განარჩევს მასში ორ ნაწილს: ერთს, რომელიც შეიქმნება მიწისაგან, და მეორეს, რომელსაც შთაჰბერავს მასში...
ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველმხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს, ხსოვნადაც არა გაუფლებს და იმ დროს შენს სურათს ისეთი შვენიერებით დახატავს, რომ შენს თავმოწონებას ფრთებს შეასხამს. ისეთი საუცხოო მხატვ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველმხრივ შენს უშვერებას სადღაც ისე წარიპარავს, ხსოვნადაც არა გაუფლებს და იმ დროს შენს სურათს ისეთი შვენიერებით დახატავს, რომ შენს თავმოწონებას ფრთებს შეასხამს. ისეთი საუცხოო მხატვარია ეს სულის დამღუპველი ამპარტავნება, რომ რაც ნამდვილად ხარ იმას შორს გადაისვრის და რაც არ ხარ, იმას შეგაჩეჩებს ძვირფას სურათად ხელში. ამნაირად ამპარტავნება უძნელებს ადამიანს საკუთარ თავის ცნობას, აძლევს თავის ნაკლულევა...