ამქვეყნად არსებულ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთს – ადამიანს აქვს უნარი თავის არსებაში მიიღოს ყოვლად უსაზღვრო ღმერთი, რადგან მხოლოდ ასეთ გონიერ ქმნილებასთან ლაპარაკობს ღმერთი – ღამით სიზმრისეულ ხილვა–ჩვენებათა მეშვეობით იქმს ამას, დღისი...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად არსებულ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთს – ადამიანს აქვს უნარი თავის არსებაში მიიღოს ყოვლად უსაზღვრო ღმერთი, რადგან მხოლოდ ასეთ გონიერ ქმნილებასთან ლაპარაკობს ღმერთი – ღამით სიზმრისეულ ხილვა–ჩვენებათა მეშვეობით იქმს ამას, დღისით კი – გონების გზით. თავის ღირსეულ თაყვანისმცემლებს ღმერთი ბევრს რასმე წინასწარ განუცხადებს და საცნაურად მიანიშნებს კიდეც მომავალ საუკუნო სიკეთეებს.
ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით...
იხილეთ სრულად
ადამიანში არის შესაძლებლობების უსასრულო სიღრმე, რომელთაც თითოეულ ადამიანსა და მთელ კაცობრიობაში თავი ჯერ არ გამოუვლენიათ. ეს სიღრმეები უცნობია ჩვენთვის, ეს უხილავი სიღრმეებია, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეუძლია განჭვრიტოს თავისი მზერით. ამიტომ ქრისტიანისთვის, მორწმუნისთვის არ არსებობს ადამიანის ისეთი იდეალური ფორმა, რომელსაც მან უნდა მიაღწიოს, ადამიანი უნდა გახდეს ის, რაც არის.
ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მიანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის ბუნებაში უსათუოდ უნდა ჰქონოდა სწორედ იმის მონათესავე რამ, რისიც იგი თანაზიარია. ამიტომაც არის იგი შემკული სიცოცხლითაც, სიტყვითაც, სიბრ...
იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მიანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის ბუნებაში უსათუოდ უნდა ჰქონოდა სწორედ იმის მონათესავე რამ, რისიც იგი თანაზიარია. ამიტომაც არის იგი შემკული სიცოცხლითაც, სიტყვითაც, სიბრძნითაც და ყველა სხვა ღმრთივშვენიერი სიკეთითაც, რათა თითოეული ამ საღმრთო ნიჭის მიზეზით მუდმივი მისწრაფება ჰქონოდა ამ მონათესავესადმი – ანუ ღმერთისადმი... ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა გამოხატა ერთი გამო...
ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია. ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედებ...
იხილეთ სრულად
ადამიანი – უცნაური არსებაა, წინააღმდეგობრიობათა შეერთებაა, ზეცის ნაწილაკია მიწის კოშტში, დიდებულება და არარაობაა, სილამაზე და სიმახინჯეა, სინათლე და სიბნელეა, სიცოცხლე და სიკვდილია. ადამიანი ღვთაებრივი და დემონური ძალების მოქმედების გზაჯვარედინზე იმყოფება. ადამიანის ჭეშმარიტი სილამაზე – ეს მადლით გასხივოსნებული ხატებაა ღვთისა, მადლი რამდენადაც მოიხვეჭა, იმდენადაა ადამიანი, იმდენად ცხოვრობს. ღვთის სახისა და მადლის გარეშე ადამიანი მშვენიერი და სხეუ...
ადამიანის საბოლოო მიზანი და უმაღლესი სიკეთე ღმერთთან ერთობაში, თანაზიარებაში მდგომარეობს. ღმერთმა ინება, რომ ადამიანი მასში ჰპოვებდეს მოსვენებას, და ადამიანიც სხვაგან ვერსად ნახავს სიმშვიდეს, თვინიერ ღმერთისა. შესაქმის თავდაპირველ...
იხილეთ სრულად
ადამიანის საბოლოო მიზანი და უმაღლესი სიკეთე ღმერთთან ერთობაში, თანაზიარებაში მდგომარეობს. ღმერთმა ინება, რომ ადამიანი მასში ჰპოვებდეს მოსვენებას, და ადამიანიც სხვაგან ვერსად ნახავს სიმშვიდეს, თვინიერ ღმერთისა. შესაქმის თავდაპირველი დანიშნულებითაც სწორედ ამდაგვარ ერთობაშია პირველი ადამიანი შემოქმედ ღმერთთან.
ადამიანის პირველი დანიშნულება ღვთის განდიდებაა. იგი მოწოდებულია, უერთგულოს ღმერთთან არსებულ კავშირს, შეიცნოს და განადიდოს შემოქმედი, სულით ისწრაფვოდეს მისკენ, ხარობდეს მასთან ერთობით და მასში ცხოვრობდეს.
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედ...
იხილეთ სრულად
ადამიანის დაცემამდე მისი სხეული იყო უკვდავი, სნეულების, ახლანდელი მისი სიტლანქისა და სიმძიმის გარეშე, ცოდვასა და ხორციელ შეგრძნებებს მოკლებული, რაც დღესდღეობით მისთვის ბუნებრივია. მისი გრძნობები იყო შეუდარებლად ფაქიზი, მათი მოქმედებები იყო შეუდარებლად ფართო და თავისუფალი. ასეთი გრძნობის ორგანოებით, ასეთი სხეულით შემოსილ ადამიანს სულების გძნობითი ხედვის უნარიც გააჩნდა, ამასთანავე ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობაც შეეძლო... ცოდვით დაცემამ სული დ...
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ცხოვრება შევიდეს მასში, რათა ღვთიური ბუნების თანამონაწილე გახდეს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ იმ სამყაროს წინამძღოლნი, რომელიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ როგორც მოციქული პეტრეს სიტყვებშია, ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფ...
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ სა...
იხილეთ სრულად
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, იმიტომ, რომ მას ძლიერ ვუყვარვართ.