ვინც ჭეშმარიტად თავისი ხსნისთვის ზრუნავს, იგი ყოველ დღეს, როდესაც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, დაკარგულად მიიჩნევს, თუნდაც ამ დღეს რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს.
ახლა დასვათ ერთი უდიდესი კითხვა, თუ რაი არს გონება? ამას პასუხად ღმრთის მეტყველებით განათლებულ წმიდა მამები გაკვირვებით იტყვიან: "ვინ სცნა გონება თვისი?!" გარნა რაც შესაძლოა დაახლოებით მაინც ვსთქვათ: ყვალა შეგნებულ პირმა უწყის, რო...
იხილეთ სრულად
ახლა დასვათ ერთი უდიდესი კითხვა, თუ რაი არს გონება? ამას პასუხად ღმრთის მეტყველებით განათლებულ წმიდა მამები გაკვირვებით იტყვიან: "ვინ სცნა გონება თვისი?!" გარნა რაც შესაძლოა დაახლოებით მაინც ვსთქვათ: ყვალა შეგნებულ პირმა უწყის, რომ გონება საუნჯეა ნათელ-მეცნიერებისა; - აღუვსებელი უფსკრულია, ვითარებათა ძიებით სიბრძნისა და სამსჯავრო საყდარია ზღვა აზროვნების მოვლენათა. ასეთი საკვირველებაა, მაგრამ თავის არსებობის სისრულით შემეცნებაში ყოვლად უძლურია. გ...
მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოვ...
იხილეთ სრულად
მიზანი ადამიანის დედამიწაზე ცხოვრებისა ზეციური სასუფევლის მოხვეჭაა. ეს მიზანი ქრისტეს პირველივე სიტყვებში განცხადდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათ. 4. 17). ხოლო მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა“ (მარკ. 16, 15) მაგრამ განა ყველა მისი სიტყვა ზეციური სასუფევლის შესახებ არ ღაღადებს, განა ამაღლებაცა და ზეციური სამყაროდან უფლის მოვლენაც ამასვე არ ადასტურებს? ...
მნიშვნელობა არ აქვს, თუ საიდან დაიწყება ჩვენი გადარჩენა. მნიშვნელოვანია, შემდგომში რას მიუძღვნის ადამიანი თავის ცხოვრებას და როგორ დაასრულებს მას. თითოეულმა ადამიანმა ღმერთთან თავისი დაბრუნება რაღაცით უნდა დაიწყოს: ერთნი მოექცევია...
იხილეთ სრულად
მნიშვნელობა არ აქვს, თუ საიდან დაიწყება ჩვენი გადარჩენა. მნიშვნელოვანია, შემდგომში რას მიუძღვნის ადამიანი თავის ცხოვრებას და როგორ დაასრულებს მას. თითოეულმა ადამიანმა ღმერთთან თავისი დაბრუნება რაღაცით უნდა დაიწყოს: ერთნი მოექცევიან ეკონომიური კატასტროფის შემდეგ, მეორენი – ვიღაცის სიკვდილის გამო, მესამენი – ქადაგებათა მოსმენით, მეოთხენი – სტიქიური უბედურების გადატანის მერე, მეხუთენი – ავადმყოფობის შემდეგ. ადამიანის მოსაქცევად ღმერთი ყველა შესაძლო ...
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუ...
იხილეთ სრულად
კაცის ცხონება, როგორც ვთქვით, პირველ რიგში მის საკუთარ ნებაზეა დამოკიდებული. გოლგოთაზე ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი გააკრეს ჯვარს. ერთი გმობდა იესუს, მეორემ შეინანა და შეევედრა მხსნელს: „მომიხსენენ, უფალო, სასუფეველსა შენსა“. პასუხად მას მიეცა პირობა ღმრთისაგან: „ამენ, გეტყვი შენ: „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 39–43). ქრისტეს სიკვდილმა ჯვარზე გაკრულ, განწირულ, მონანიე ავაზაკს ცოდვების შენდობა და წყალობა შესძინა.
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გვაცხოვნებს, უნდა ვიცოდეთ რა წარგვწყმედს, რამეთუ ცხოვნება მხოლოდ წარყმედილებს სჭირდებათ. ცხონების მაძიებელი თავის თავს დაღუპულად აღიარებს, თორემ აბა რაღად დასჭირდებოდა გადარჩენის გზის ძიება; ჩვენი წარწყმედა იმის ბრალია, რომ გაგვიწყდა ერთობა ღმერთთან და დაცემულ სულებთან დავამყარებთ კავშირი. ჩვენი ცხონება სატანასთან კავშირის დარღვევასა და ღმერთთან კავშირის აღდგენაშია.
სულით გლახაკებს ღმერთი სასუფეველს აღუთქვამს, რადგან ადამიანი, რომელიც თავისი უღირსობის გამო მწუხარეა, ყოველთვის მოერიდება ცოდვას. ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ, მადლსა და სათნოებას მოკლებულნი და ცოდვით აღსავსენი. ამიტომ, თუ ღმერთი არ ...
იხილეთ სრულად
სულით გლახაკებს ღმერთი სასუფეველს აღუთქვამს, რადგან ადამიანი, რომელიც თავისი უღირსობის გამო მწუხარეა, ყოველთვის მოერიდება ცოდვას. ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ, მადლსა და სათნოებას მოკლებულნი და ცოდვით აღსავსენი. ამიტომ, თუ ღმერთი არ შეგვეწია მადლითა და მოწყალებით, მის წინაშე ვერ განვმართლდებით, მადლი ღმრთისა კი თავმდაბალს მიეცემა და შეეწევა.
ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკე...
იხილეთ სრულად
ყველა სიავე გონებისგანაა, თუ გონება მხოლოდ მეცნიერებაშია, მაშინ მეცნიერები ვერ პოულობენ შინაგან სამყაროს და წონასწორობას. მაგრამ თუ გონება ღმერთშია, მაშინ სწავლულნი მეცნიერებას საკუთარი შინაგანი მოღვაწეობისა და ქვეყნიერების სასიკეთოდ წარმართავენ, ვინაიდან მათი გონება ნათელია.
გონება უცნაური საკვირველების არსია, რომელიც წარსულს იმარხავს, აწმყოს განიცდის; მომავალი ენატრება; შემეცნებულს არ ჯერდება და უცნაურ მისზა მყოფს ტრფიალებს. რომელითა მისი მაღალშობილება მხოლოდ ღმერთში პოვებს განსასვენებელ კმაყოფილებას...
იხილეთ სრულად
გონება უცნაური საკვირველების არსია, რომელიც წარსულს იმარხავს, აწმყოს განიცდის; მომავალი ენატრება; შემეცნებულს არ ჯერდება და უცნაურ მისზა მყოფს ტრფიალებს. რომელითა მისი მაღალშობილება მხოლოდ ღმერთში პოვებს განსასვენებელ კმაყოფილებას.
კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? იკითხავს ვინმე, როცა წარმოიდგენს თვითგამოსწორების მთელ სირთულეებს. ამგვარ შეკითხვაზე მაცხოვრის პასუხით ვუპასუხებთ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს (მთ. 19, 25–26).