საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმანც ცოდვილისათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გიბრძანებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“. – შენ განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზე...
იხილეთ სრულად
საკვირველი ეს არის: რომელიც განმკითხუელი არის და რომელმანც ცოდვილისათვის ურიცხვი სატანჯველი თავს იდვა და რომელიც უფალი და მეუფე არის, ის გიბრძანებს: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“. – შენ განიკითხავ და აყვედრებ! მაგრამ მიზეზი რა გაქუს სხვის მონის განკითხვისა? – მიზეზი წარმოუჩინელი არის.
ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: – კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? – ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკ...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: – კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? – ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც.
ეკლესია ორად განიყოფება: დროებითი ეკლესია, მიწიერი ეკლესია, რომელსაც სხვაგვარად მებრძოლი ეკლესია ჰქვია, რომელიც ცისქვეშეთის დაცემულ ბნელ ძალებს ებრძვის, მეორე ეკლესია მარადიული ეკლესიაა ცათა შინა.
როდესაც ვინმე შენი თანდასწრებით მოყვასის განკითხვას დაიწყებს, თავი აარიდე მას. რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, ღვთის წინაშეც და ამ ადამიანთანაც მართალი იქნები.
იესო ქრისტესადმი უსაზღცრო სიყვარულის შემწეობით მისი ეკლესია დაფუძნების პირველი საუკუნეებიდანვე საშინელი დევნა-შევიწროების მიხედავად, ურყევად დგას და მომავალშიც ურყევად იდგება. ქრისტეს ეკლესიის დაუძინებეილი მტერი, იმავე პერიოდიდან ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტესადმი უსაზღცრო სიყვარულის შემწეობით მისი ეკლესია დაფუძნების პირველი საუკუნეებიდანვე საშინელი დევნა-შევიწროების მიხედავად, ურყევად დგას და მომავალშიც ურყევად იდგება. ქრისტეს ეკლესიის დაუძინებეილი მტერი, იმავე პერიოდიდან ყველა ღონეს ხმარობდა ეკლესიის გასათიშად. სიცრუე - ჭეშმარიტების წილ, ეს ნაცადი ხერხი იყო ერეტიკისებისთვის და ასეთად რჩება დღესაც. ზოგიერთი მწვალებელი ახერხებდა შემოეკრიბა თავის ირგვლილ თანამოაზრეები, როგორც ეს პირველი საე...
სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები, გამომხსნელის მიმართ ღალატი, აიწონოს და შეფასდეს. აუცილებელია განკითხვა და გარჩევა, რომ განისაზღვროს, თუ რომელი უფრო ჭარბობს მასში – მარადიული ცხოვრება, თუ მ...
იხილეთ სრულად
სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები, გამომხსნელის მიმართ ღალატი, აიწონოს და შეფასდეს. აუცილებელია განკითხვა და გარჩევა, რომ განისაზღვროს, თუ რომელი უფრო ჭარბობს მასში – მარადიული ცხოვრება, თუ მარადიული სიკვდილი. სხეულიდან გასვლის შემდეგ ყოველი ქრისტიანის სულს ელოდება ღვთის პირუთვნელი სამსჯავრო; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „... წინა–უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9, 27).