ამ დროს (გარდაცვალების მესამე დღეს) სული ბოროტ სულთა ლეგიონებს გაივლის, რომელნიც მას გზას უღობავენ და სხვადასხვა ცოდვაში ადანაშაულებენ, რაშიც იგი თავად ჩაითრიეს. სხვადასხვა გამოცხადების თანახმად, ასეთი ოცი დაბრკლება არსებობს, ეგრე...
იხილეთ სრულად
ამ დროს (გარდაცვალების მესამე დღეს) სული ბოროტ სულთა ლეგიონებს გაივლის, რომელნიც მას გზას უღობავენ და სხვადასხვა ცოდვაში ადანაშაულებენ, რაშიც იგი თავად ჩაითრიეს. სხვადასხვა გამოცხადების თანახმად, ასეთი ოცი დაბრკლება არსებობს, ეგრეთ წოდებული „საზვერეები“, რომელთაგან თითოეულზე ესა თუ ის ცოდვა განიკითხება; ერთი საზვერის გავლის შემდეგ სული შემდეგთან მიდის და მხოლოდ ყველა მათგანის წარმატებით გავლის შემდეგ შეუძლია თავისი გზის გაგრძელება, თუ არ იქნა უმა...
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ შეუძლია; ამ დროს მხოლოდ ის სურს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა სამოთხეში, უკვე აღარ უნდოდა და აღარც ...
იხილეთ სრულად
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ შეუძლია; ამ დროს მხოლოდ ის სურს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა სამოთხეში, უკვე აღარ უნდოდა და აღარც შეელო ღმერთთან ყოფნა, ეშინოდა მასთან ყოფნისა და იტანჯებოდა. ჩვენს დაცემულ ბუნებასაც ემართება: გავურბივართ ღმერთს, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით და იმას ვაკეთებთ რაც ჩვენ გვინდა და მოგვწონს, რაც ღმერთისათვის სათნო...
არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილი...
იხილეთ სრულად
არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილიც მიეკუთვნება. მაგრამ ის, ვის ხელშიცაა სიკვდილ–სიცოცხლის ძალაუფლება, მოქმედებს საკუთარი წმიდა განგებულებით, ყოველი ადამიანის სულის სასარგებლოდ, მიჰყავს იგი ამქვეყნიდან უეცრად, თუ სტოვებს მას აქ გარკვეული დროით. ზოგჯერ იგ...
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, ...
იხილეთ სრულად
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, უსამართლობა და ცოდვა, მაგრამ მას არ შეუძლია უსჯულო კაცს ცუდი საქმის აღსასრულებლად ყოველი საშუალება მოუსპოს; რაკი ღმერთმა ერთხელ შექმნა კაცი და მას თავისუფლება და გონება მიანიჭა, აღარ ნებავს, რომ მას მისი ნებით და ჭკუით მ...
აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ თვისებას გადავიტანთ. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული კაცი სხვა პირთაგან განსხვავდება. კაცი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს აქვე თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყ...
იხილეთ სრულად
აქედან იმ ქვეყანაში ჩვენ ყველა ჩვენს სულიერ თვისებას გადავიტანთ. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული კაცი სხვა პირთაგან განსხვავდება. კაცი ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეს აქვე თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული გადავა; ღმრთის, სიკეთისა და სიმართლის მოყვარეს კი ბედნიერება ელოდება – რაც უყვარდა, რაც სურდა და რასაც ეძიებდა, ყოველივე მიეცემა.
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილე...
იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილება და სულის ცხონებას მოინდომებს, მას თავისი მადლით შემწეობასაც არ აკლებს, - დანარჩენი კი ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით ჩვენვე უნდა აღვასრულოთ (II, 303-304)
ამ ქვეყნიდან გასვლის მარადიული მოხსენება, ყოველწუთიერი გოდებაა. სიკვდილის შიში ადამიანური ბუნების თვისებაა, რომელიც ურჩობიდან გამომდინარეობს, ხოლო სიკვდილის ხსენებაზე თრთოლვა–კანკალი მოუნანიებელი ცოდვების ნიშანია.
ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს.
მშიერი მეკუბოვე რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.
თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმრთელე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.