თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარი,
შენ ხარ ჩაგრულის, წვალებულის წმინდა საფარი,
შენ ხარ მშვიდობა და სიმრთელე ამა ქვეყნისა,
შენ ხარ აღმზრდელი ღვთაებამდე კაცთ ბუნებისა.
ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიკვდილის შიში. სიკვდილი ადამიანთა მოდგმაში დამკვიდრდა არაბუნებრივად. ამიტომ ეშინია ადამიანურ ბუნებას სიკვდილის და განევლტის მას.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ე...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ერთმანეთში ერევათ საკუთრივ თავისუფლება და ადამიანი სნების თავისუფლება, ანუ თვითნებობა.
თავისუფლება ღვთისგან მონიჭებული ერთ-ერთი უნთავრესი უნარია, რითაც ადამიანში ადამიანობა იზომება. ადამიანს შეუძლია განარჩიოს კეთილი და ბო...
რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით - ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვსცეთ თაყვანი. თ...
იხილეთ სრულად
რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით - ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვსცეთ თაყვანი. თუ თავისუფალი ხარ და არა ხარ მონა - სიმართლის თაყვანისმცემელი იქნები. ძალას გინდა თაყვანი სცე და დაუხარო თავი? - მაშინ მონა ხარ, ადამიანო, თუმცა თავი თავისუფალი გგონია. ვერ იქნები თავისუფალი, ვიდრე მონა ხარ! მონა ძალას ემ...
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვარმა თავის იგავში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ ერთმაც და მეორემაც სიკვდილისთანავე მიიღო მისაგებელი. მდიდარს კი, რაც არ უნდა წამებაში ყოფილიყო ჯოჯოხეთში, სინანულის გზით ტანჯვისგან გათავისუფლება აღარ შეე...
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუ...
იხილეთ სრულად
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუგეშებელ ერთგულებაში და ძალიან ჩქარა მწუხარება შეგიმსუბუქდება და სიმწარეში ნუგეშს მიიღებ. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღადვყავ შენდამი“, – გიგალობს მეფსალმუნე – და „ისმინე ჩემი“.
ფსალმუნი 85, 7
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით.
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას...
იხილეთ სრულად
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?“
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად...
იხილეთ სრულად
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობენ მათი შემოქმედის ყოფიერებასა და მოქმედებას.