თუ ავისმდომს შეიწყნარებ, მტერი გეყოლება; და თუ ვნებას შეიწყნარებ, იგი შენს წინააღმდეგ ამხედრდება.
link
როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და სიმრთელესა არღარა ჰშორდების ცხოვრება, ისე ეს საკვირველნი მოწაფენი ერთს ბრძანებას მისდევენ სულით შეკრულნი. როდესაც რომ ქრისტე გენესარეთ...
იხილეთ სრულად
როგორც მზესა შეუდგების დღე და ნათელსა – შვენიერება არსთქმნულებისა, ბუნებასა მისდევს სიცოცხლე და სიმრთელესა არღარა ჰშორდების ცხოვრება, ისე ეს საკვირველნი მოწაფენი ერთს ბრძანებას მისდევენ სულით შეკრულნი. როდესაც რომ ქრისტე გენესარეთის ზღვის კიდეზედ იყო მდგომარე და იქ ერი მრავალი დაესხმოდა მას სმენად სიტყვასა ღმრთისასა, იქ ნახნა ორნი ნავნი მდგომარენი კიდესა მას ტბისასა. ხოლო მესათხეველნი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განრცხიდეს ბადეთა. და შევიდა ერ...
ჩვენ განვეწყობით... ვაწარმოოთ ბრძოლა რვა მთავარი მანკიერების წინააღმდეგ, ესენია: პირველ რიგში ღორმუცელობა, რაც გაუმაძღობის ვნებას ნიშნავს, მეორე –სიძვა, მესამე – ვერცხლისმოყვარება, რაშიც ანგარებისმოყვარეობა, ანუ უფრო ზუსტად ფულის ...
იხილეთ სრულად
ჩვენ განვეწყობით... ვაწარმოოთ ბრძოლა რვა მთავარი მანკიერების წინააღმდეგ, ესენია: პირველ რიგში ღორმუცელობა, რაც გაუმაძღობის ვნებას ნიშნავს, მეორე –სიძვა, მესამე – ვერცხლისმოყვარება, რაშიც ანგარებისმოყვარეობა, ანუ უფრო ზუსტად ფულის სიყვარული იგულისხმება, მეოთხე – მრისხანება, მეხუთე – სევდა, მეექვსე – მოწყინება, გლოვა გულისა, მეშვიდე – პატივმოყვარეობა – ეს ამაო, ცრუ დიდებაა, მერვე – სიამაყე.
ყოველ ჩვენგანს აქვს მემკვიდრეობითი ვნებები, მაგრამ თავისთავად ისინი არ გვნებენ ჩვენ. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, მაგალითად, სახეზე ხალით, რომელიც ალამაზებს მას, მაგრამ თუ ამ ხალს გააღიზიანებენ, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე განვითა...
იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენგანს აქვს მემკვიდრეობითი ვნებები, მაგრამ თავისთავად ისინი არ გვნებენ ჩვენ. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, მაგალითად, სახეზე ხალით, რომელიც ალამაზებს მას, მაგრამ თუ ამ ხალს გააღიზიანებენ, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდეს. არ უნდა დავანებოთ ბოროტს, რომ მან გააღიზიანოს ჩვენი ვნებები, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ, სულიერი კიბო დაგვეწყება.
ნუ, ძმანო უთმინოებასა ესე ყოველივე წინა უხსენ, ოდესცა მოვიდეს და ამისგან უძნელესი უკანასკნელ სხვა: ოდეს მოვიდეს ქრისტე განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, ოდეს დაჯდეს საყდართა დიდებისათა, და ყოველნივე მეფენი და მთავარნი მის წინაშე დგენ ...
იხილეთ სრულად
ნუ, ძმანო უთმინოებასა ესე ყოველივე წინა უხსენ, ოდესცა მოვიდეს და ამისგან უძნელესი უკანასკნელ სხვა: ოდეს მოვიდეს ქრისტე განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, ოდეს დაჯდეს საყდართა დიდებისათა, და ყოველნივე მეფენი და მთავარნი მის წინაშე დგენ შეძრწუნებულნი და ქვედადრეკილნი, და გვეტყოდეს:
- აწ, ერო ჩემო, რჩეულო ჩემო, თქვენთვის დავმდაბლდი, თქვენთვის განვხორციელდი, თქვენთვის ტანჯვანი თავს ვიხსენ, - გვიჩვენოს თავი თვისი ეკლის გვირგვინისაგან ნაწერტი, პირი ნანერწყ...
ვაი, რა საზარელი და ძნელი არს!
თუცა, ძმანო, აქა ამა წუთისა სოფელსა ძნელ არს მოთმენა შიმშილისა და წყურვილისა, ადვილ არს ჯოჯოხეთსა შინა საუკუნო შიმშილი, საუკუნო წყურვილი და ხმობა ენათა? თუცა აქა არა მოითმინების სიცხე და სიცივე, ვით...
იხილეთ სრულად
ვაი, რა საზარელი და ძნელი არს!
თუცა, ძმანო, აქა ამა წუთისა სოფელსა ძნელ არს მოთმენა შიმშილისა და წყურვილისა, ადვილ არს ჯოჯოხეთსა შინა საუკუნო შიმშილი, საუკუნო წყურვილი და ხმობა ენათა? თუცა აქა არა მოითმინების სიცხე და სიცივე, ვითარ დაითმენთ მარადის მოუკლებელად ცეცხლითა წვასა, მდინარესა ცეცხლისას. ჯდომასა მდუღარისა კუპრისა ტბათა ცურვასა, აღნთებულსა წუნწუბასა შინა დაღუპვასა, ფისსა მფოფინარსა შინა დანთქმასა? თუცა აქა ვერა მოითმენთ ყვედრებასა, ბოროტ...
ვითარცა ზღვასა მყუდროსა შინა კეთილმავალსა ნავსა ეკვეთნეს ქარნი სასტიკნი და შეახეთქნეს კლდესა და დაინთქეს შემუსვრილი, ეგრეთვე სული მყუდრო რა იყოს გონება შინა თვისსაა, ოდეს ეცეს ქარნი უთმინოებისა, იგი დაინთქმის სიღრმესა ქვესკნელისას...
იხილეთ სრულად
ვითარცა ზღვასა მყუდროსა შინა კეთილმავალსა ნავსა ეკვეთნეს ქარნი სასტიკნი და შეახეთქნეს კლდესა და დაინთქეს შემუსვრილი, ეგრეთვე სული მყუდრო რა იყოს გონება შინა თვისსაა, ოდეს ეცეს ქარნი უთმინოებისა, იგი დაინთქმის სიღრმესა ქვესკნელისასა.
რამეთუ ესავ უთმინოებამან წარწყმიდა და მიეღო პირმშოება, ვინაითგან ვერტ მოითმინა მცირედ ჟამ ოსპისა უჭმელობა და საძაგელ ღმრთისა შეიქმნა და მიეღო კურთხევა მამისა.
უთმინოება არს აღმაგზნებელი ცეცხლთა გენიისათა დასაწვავად თ...
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნულ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარეობა. ვერცხლისმოყვარის გულისთქმები და გრძნობები იქაა, სადაც მისი სიმდიდრეა. ის განუწყვეტლივ ღელავს: როგორ დაიცვას, როგორ გაზარდოს ის. ლოცვის დროსაც კი ფულზე ფიქრობს. მკვდარი და ცივია მისი ლოცვა, ეს მარტოოდენ გარეგნული მისაგებელია ღვთისადმი, რადგან მას არა ღმერთის, არამედ ფულის იმედი აქვს, ის გახდა მისთვის ღმერთი. ვერცხლისმოყვარის გული ქვასავით მაგრდება, ლოცვა მასში პრაქტიკულად არანაირ კვალს არ ტოვებს, როგორც ფოლადის საჭრეთელი ალმასზ...