სულიერი მოძღვრისა და მორწმუნის ურთიერთობის ქვაკუთხედი სიყვარული, ნდობა და მორჩილებაა! ჭეშამრიტი მორჩილების არსი და მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ მორწმუნემ მოძღვრის ხელმძღვანელობით გააღწიოს ღმერთამდე და გახდეს თავისუფალი! მაცხოვ...
იხილეთ სრულად
სულიერი მოძღვრისა და მორწმუნის ურთიერთობის ქვაკუთხედი სიყვარული, ნდობა და მორჩილებაა! ჭეშამრიტი მორჩილების არსი და მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ მორწმუნემ მოძღვრის ხელმძღვანელობით გააღწიოს ღმერთამდე და გახდეს თავისუფალი! მაცხოვარიც ხომ გვეუბნება: “მე გაგანთავისუფლებთ თქვენო!..” თავისუფლებამდე კი მოგიყვანთ მხოლოდ ის, ვინც თვითონაა თავისუფალი!.. და არა ის, ბატონობის ჟინით არის შეპყრობილი!..
უნდა დაემორჩილოთ ქრისტეს სახელით იმას, ვისაც არ სურს ს...
კეთილი საქმის გზაზე შემდგარი კაცი ყოველი ღონით უნდა ეცადოს, რათა განეშოროს მისი გულისა და გონებისათვის სანეტარო აზრებსა და ზრახვებს. სატანა დიდად გონებამახვილია ავთა საქმეთა ქმნისას: როცა ვერ მოახერხებს კეთილზნეობით აღვსილი ადამია...
იხილეთ სრულად
კეთილი საქმის გზაზე შემდგარი კაცი ყოველი ღონით უნდა ეცადოს, რათა განეშოროს მისი გულისა და გონებისათვის სანეტარო აზრებსა და ზრახვებს. სატანა დიდად გონებამახვილია ავთა საქმეთა ქმნისას: როცა ვერ მოახერხებს კეთილზნეობით აღვსილი ადამიანების მათთვის ძვირფასი ცხოვრებისა და მოქცევის გზიდან გადაცდენას და თავის ნებაზე დაყოლიებას, სხვაგვარად ცდილობს მათ დამარცხებას: აქებს მათ, როგორც სრულყოფილებას მიღწეულ ქმნილებებს, განადიდებს, როგორც წმიდანებს, ეთაყვანება...
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. ადვილია უქადაგო სიტყვით და სხვებს მართ...
იხილეთ სრულად
საკუთარი ნების აღკვეთისა და საკუთარი თავისადმი უმკაცრესი მომთხოვნელობის გარეშე შეუძლებელია ღვთისმსახურმა სათნოების გზაზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. სხვას რომ მოუწოდო, თავად უნდა იყო ღირსეული. ადვილია უქადაგო სიტყვით და სხვებს მართალი ცხოვრებისაკენ მოუწოდო, მაგრამ ძალზე ძნელია მოიპოვო ღმრთისაგან ჭეშამრიტი მქადაგებლის უფლება, რადგან ეს უფლება მხოლოდ სიმართლეში, სიწმინდეში, ტანჯვასა და ბრძოლაში გატარებული ცხოვრებითა და სულიერი გამოცდილებით მოიპოვება...
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავლეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11, 29). ქრისტესმიერი მორჩილების ...
იხილეთ სრულად
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავლეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11, 29). ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასდროს არ იქნება მშვიდად ღმერთში, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთის ჭვრეტაში.
თუ ზრახვას განვაგდებთ, ცოდვასაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან – ხე, ანდა თესლიდან – ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება.