ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. ...
იხილეთ სრულად
ვფიქრობ, არცერთ წარართულ ქვეყანას არ მოუსმენია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე ქადაგება ერთი ღმერთის შესახებ. ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში. რატომ გამოირჩია უფალმა საქართველო? იმიტომ, რომ საქართველომ უნდა აღასრულოს მოციქულთა ღვაწლი. მან უნდა გააგრძელოს ქადაგება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, რასაც ამქვეყნად ჯერ ებრაელები, შემდეგ კი ქრისტეს წმინდა მოციქულები აკეთებდნენ. ეს არის საქართველოს მთავარი იდეა, მისი ძირითადი დანიშნულება. საქართველომ ყველგან უნდა...
ყოველდღიურ ყოფაში გვიხდება განუწყვეტელი შეჯახებები, განუწყვეტელი საწყენი შემთხვევები და მოჩვენებითი თუ აშკარა შეურაცხყოფები, რაც გვირღვევს გულის სიმშვიდეს. და აი ის, რაც თითქმის გარდაუვალია, რაც თავისთავად გვატყდება თავს, უფალს სუ...
იხილეთ სრულად
ყოველდღიურ ყოფაში გვიხდება განუწყვეტელი შეჯახებები, განუწყვეტელი საწყენი შემთხვევები და მოჩვენებითი თუ აშკარა შეურაცხყოფები, რაც გვირღვევს გულის სიმშვიდეს. და აი ის, რაც თითქმის გარდაუვალია, რაც თავისთავად გვატყდება თავს, უფალს სურს ცხონების საზღაურად და შეწყალების მონაპოვრად გვიქციოს. ყოველწუთს შეურაცხგყოფენ? ყოველწუთს აპატიე, და ყოველწუთს უფროდაუფრო ღრმად შეხვალ ღვთის გულმოწყალების, ყოვლადმიმტევებელი უფლის შეწყალების სფეროში და ამ შეწყალებით, ვ...
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკე...
იხილეთ სრულად
ზოგი ამბობს, როდის გაბრწყინდება საქართველოო, კი მაგრამ, დალოცვილო! აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა ავსებულია და სადაცაა უფალი გადმოანთხევს, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს საქართველოს, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთე იქნება.
ცოდვათა მიტევების ნიშანი ისაა, რომ ადამიანი გამუდმებულად თავს ღვთის მოვალედ გრძნობს. ვინც საკუთარ ცოდვებს დასტირის, მან არ იცის ტირის თუ არა, ან დაეცა თუ არა სხვა, ამიტომ იგი სხვათა განსჯას არ შეუდგება.
ჩემთვის მთელი დღის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: `მამანო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ”.
მარად და ყველაგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული.
შენთა შვილთ სისხლით გული სრულად გარდამებანა,
ამ გულში მე მაქვს შენი აწმყო, შენი წარსული.
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩ...
იხილეთ სრულად
რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაივაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვაბანავეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გაგვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით, აღ...
სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღებ...
იხილეთ სრულად
სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხება: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: "არა მოვე...
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად, ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუ...
იხილეთ სრულად
მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად, ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთი ფაქტების სიზუსტე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. სინამდვილის მოსმენით გაოგნებულს ეჭვი აღარაფერში ეპარება და მზადაა მკითხავის ნებისმიერი რჩევა გაითვალისწინოს.