სათნოებანი ხან თვით მოქმედებენ, ხანაც ჩვენგან არიან მოქმედებულნი. მოქმედებენ ისინი ჩვენში, ადამიანებში, როცა გვეწვევიან ხოლმე მათთვის შესაფერ დროს, როცა სურთ, რა ზომითაც სურთ და როგორც სურთ, რადგან საღმრთო მადლისმიერნი არიან. ჩვენ...
იხილეთ სრულად
სათნოებანი ხან თვით მოქმედებენ, ხანაც ჩვენგან არიან მოქმედებულნი. მოქმედებენ ისინი ჩვენში, ადამიანებში, როცა გვეწვევიან ხოლმე მათთვის შესაფერ დროს, როცა სურთ, რა ზომითაც სურთ და როგორც სურთ, რადგან საღმრთო მადლისმიერნი არიან. ჩვენ კი სათნოებანი ჩვენი ნებელობით გვსურს, ჩვენი ზნეობრივი წყობიდან გამომდინარე და ჩვეულებისა გამო. მაგრამ სათნოებანი თავისთავად არიან არსებითნი, არსისმიერნი, ჩვენ კი მხოლოდ ვუახლოვდებით ხოლმე მათ, როცა ზნეობრივად თანახატვექ...
ტაძარი არის ღვთის სახილავი და თაყვანის საცემელი, ადგილი ქმნილებისა შემოქმედისადმი, - ამიტომ ადგილი საღმრთო და ყოვლად სასიამოვნო კეთილმსახურის, გინდ ღვთის მოშიში სულისათვის. მაშ ასე, დადექ ტაძარში, ღვთის წინაშე თუნდაც ისე, როგორც შ...
იხილეთ სრულად
ტაძარი არის ღვთის სახილავი და თაყვანის საცემელი, ადგილი ქმნილებისა შემოქმედისადმი, - ამიტომ ადგილი საღმრთო და ყოვლად სასიამოვნო კეთილმსახურის, გინდ ღვთის მოშიში სულისათვის. მაშ ასე, დადექ ტაძარში, ღვთის წინაშე თუნდაც ისე, როგორც შენ დადგებოდი ქვეყნიური მეფის წინაშე. დაუტევე ღვთის სახლის, გინდ ტაძრის ზღურბლის (კარის ქუსლის დასადგმელი ადგილი) გარეთ ყოველივე შენი მსოფლიო ზრუნვა. "საკმარისია ქვეყნისათვის სიბოროტე თვისი" (მათ. 6, 34). რისთვის შემოვიტა...
ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა. ამ თვისების გამოძახიალია მისი მარად წინსვლისკენ ლტოლვა. ვონმე ადამიანი მიწევნილია იმ გულ-სავსების საზომზე, რომ კიდევ არ ნდომობს უმჯობესობა და წინ ხედვა უფრო უკეთესობისა გა...
იხილეთ სრულად
ადამიანის არსების ძირითადი თვისება მარადისობა-უკვდავებაა. ამ თვისების გამოძახიალია მისი მარად წინსვლისკენ ლტოლვა. ვონმე ადამიანი მიწევნილია იმ გულ-სავსების საზომზე, რომ კიდევ არ ნდომობს უმჯობესობა და წინ ხედვა უფრო უკეთესობისა გაუქმებულ იყოს მის შორის და ერთ წერტილზე ბედნიერების განსასვენებელში სუფევით დამყარებულ იყოს? ყველა დამათანხმება, რომ არ იქნება ისეთი კაცი ქვეყანაზე, არც ეუფებით, არც სიმდიდრით, რომელსაც კიდევ რაღაც უმჯობებისკენ, წინსვლისკ...
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებული...
იხილეთ სრულად
საკმარისი არ არის ქრისტიანი ცოდვებს არ იქმოდეს, ამავე დროს სათნოებაც უნდა ჰქონდეს; სულის საცხოვნებლად მარტო ის არ ეყოფა, თუ მტაცებელი არ არის, არამედ მოწყალებაც უნდა ჰქონდეს; მცირეა, თუ სიცრუე არ უყვარს, სიმართლისათვის თავდადებულიც უნდა იყოს; არა თუ მხოლოდ მემრუშე არ უნდა იყოს, არამედ გულშიც კი უწმინდური აზრი არ უნდა გაივლოს (II, 5).
ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ქალებს, დიდი სურვილი აქვთ, რომ გარეგნულად ღირსეულად და მოსაწონად გამოიყურებოდნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანის მშვენიერება და სამკაული მისი შინაგანი ღირსება და სათნოებაა.
სიმდიდრე, დიდება, სიამოვნებანი ამაოა, რადგან სააქაოს რჩება. გულმოწყალება, მოთმინება, უბოროტობა და საერთოდ ყველა სათნოება ამაო არ არის, ისინი სამომავლო ცხოვრებაში გამოგვყვებიან.
სათნოებას ეჟვანი როდი აბია, რომ შემოჰკრა და შეიტყო მასზე. სათნოების ეჟანი შემწყნარებლობა, სულგრძელობა და მოთმინებაა. ყოველივე ეს მონაზვნისა და ყოველი ქრისტიანის სამკაულია.
ცოდვილთა ტანჯვა კი ჯოჯოხეტში სხვა არა არის, თუ არა სიშორე ღვთისაგან. ეს არის მდგომარეობა საშინელი მწუხარებისა და განცდისა, ნეტარების დაკარგვით გამოწვეული.