ვინმე იტყვის: მე არასოდეს ვედევნები ჩემგან ქრისტეს, ჩემს განმანათლებელს და უპატიურად არ ვეპყრობი მას. მაგრამ შენ არ ხარ მართალი, შენ მას დევნი შენი მოყვასის სახით, და აწბილებთ თავისი თავის სახით, და აი როგორ: ყოველივეს, რასაც შენ ...
იხილეთ სრულად
ვინმე იტყვის: მე არასოდეს ვედევნები ჩემგან ქრისტეს, ჩემს განმანათლებელს და უპატიურად არ ვეპყრობი მას. მაგრამ შენ არ ხარ მართალი, შენ მას დევნი შენი მოყვასის სახით, და აწბილებთ თავისი თავის სახით, და აი როგორ: ყოველივეს, რასაც შენ შენს მოყვასს უკეთებ, კეთილს თუ ბოროტს, ყოველივე იმას თვით უფალს უკეთებ, როგორც თვით ის გვასწავლის სახარებაში: რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათ. 25, 40). აწბილებ ქრისტეს თავისი თავის...
როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს სამე, რადგან თავის ...
იხილეთ სრულად
როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს სამე, რადგან თავის თავს, თავის ცუდ ჩვეულებებსა და მიდრეკილებებს ყოველ წამს უნდა ებრძვოდეს. წმინდანები, რომლებიც სიყრმიდანვე შეუდგნენ უფალს, სიკვდილამდე ამ ბრძოლაში იყვნენ. მეორე: კაცი უნდა ებრძვოდეს სოფელს, სადაც იგი მრავალ ცოდვას და ცუდ მ...
ნათლისღების საიდუმლო წმიდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებისაგან მოგვენიჭა საღმრთო მადლი. ღმერთმა, არა როგორც რისამე არმქონემ და ნაკლულოვანმა, არამედ როგორც მამამ, თავისი სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, ყოველივე შეჰქმნა...
იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლო წმიდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებისაგან მოგვენიჭა საღმრთო მადლი. ღმერთმა, არა როგორც რისამე არმქონემ და ნაკლულოვანმა, არამედ როგორც მამამ, თავისი სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, ყოველივე შეჰქმნა თავისგან არსებული სიტყვით და წმიდა ემბაზსსაც იგი ძითვე აფუძნებს. რასაც არ უნდა იქმოდეს მამა, ყოველივეს იგი ძით იქმს სულის მიერ. ასევე, ნათლისღების საღმრთო საიდუმლოშიც, მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება და იკურთხება ...
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრე...
იხილეთ სრულად
ყოველი სათნოებისათვის საჭიროა შრომა, დრო და ჩვენი მონდომება და რაც მთავარია ღვთის შეწევნა. თუ ღმერთი არ შეგვეშველა, ამაოა ყოველი ჩვენი გარჯა, როგორც მიწის მუშაკისა. ვინაიდან, თუ ღმერთი არ შეეწევა და არ მისცემს წვიმას, ცუდად დაშვრება და ამაო იქნება მისი შრომა. ხოლო ღვთის შეწევნას სჭირდება გულმოდგინე ვედრება ჩვენი და ღმერთზე მინდობა. თუ დაუდევრად ვილოცებთ, როგორ მოგვხედავს ღმერთი? ან თუ ვილოცებთ დაზარებით, უგულოდ, ანდა მოვიწყენთ ლოცვისას, ვერაფერს ...
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს იწყინება კიდე, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი ...
იხილეთ სრულად
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს იწყინება კიდე, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი აუცილებლად უნდა სჰეასრულოს ამ პირობის შესრულების გარეშე, თუნდაც ამქვეყნიური, არც ერთი კეთილი და საარგებლო საქმე არ აღესრულება.
უკვდავი სიცოცხლე - ეს არსებითი მოთხოვნილებაა ადამიანის ბუნებისა. იგი შუქსა ფენს მომაკვდავ ხორცის საყდარშიაც ადამიანს, მასში აქვს ძირი მის მისწრაფებას სანატრელ ნეტარებით სავსეს სუფევისკენ. მას ესასოება, მას ეთაყვანება და ეს არის მი...
იხილეთ სრულად
უკვდავი სიცოცხლე - ეს არსებითი მოთხოვნილებაა ადამიანის ბუნებისა. იგი შუქსა ფენს მომაკვდავ ხორცის საყდარშიაც ადამიანს, მასში აქვს ძირი მის მისწრაფებას სანატრელ ნეტარებით სავსეს სუფევისკენ. მას ესასოება, მას ეთაყვანება და ეს არის მისი სულის დაუსრულებელი წინსვლის იდეა.