მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც ღმერთია, იქ ყოველივე კეთილია, სადაც კი ღმერთი არ არის, იქ ყოველივე ბოროტია. ვისთანაც ღმერთია, იგი ყოველივე კეთილს აკეთებს, ხოლო ვისთან...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დიდი ბოროტება ღვთისაგან განშორება ანუ მისი დავიწყება. გარნა სადაც ღმერთია, იქ ყოველივე კეთილია, სადაც კი ღმერთი არ არის, იქ ყოველივე ბოროტია. ვისთანაც ღმერთია, იგი ყოველივე კეთილს აკეთებს, ხოლო ვისთანაც ღმერთი არ არის, იგი ყოველივე ბოროტს აკეთებს, თუ ღმერთი ჩვენე კერძო არს, ამბობს მოციქული პავლე, ვინ არს ძვირიმყოფელ ჩვენდა (რომ. 8, 31), თუ ღმერთი ჩვენი კერძო არ არს, მაშინ ჩვენი მტრები აღდგებიან ჩვენზედ და დაგვამარცხე...
ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმონოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად და იმგვარ ცვა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმონოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად და იმგვარ ცვალებას იწვევს მასში, რომ სულს უკვე აღარ ძალუძს ყოველივე ქვეყნიერი უყვარდეს და ხორციელ სიამეთ ესწრაფოდეს.
ჩვენ ვერ ვხედავთ მაცხოვარს ხორციელი თვალით, როგორც მას მოწაფეები ხედავდნენ, მაგრამ გვწამს იგი გულითა და სულით. ჩვენს სარწმუნოებას მეტი ფასი აქვს, ვიდრე იმათისას, რომელნიც ქრისტეს საკუთარი თვალებით ხედავდნენ, რადგან იგი პირველად გუ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვერ ვხედავთ მაცხოვარს ხორციელი თვალით, როგორც მას მოწაფეები ხედავდნენ, მაგრამ გვწამს იგი გულითა და სულით. ჩვენს სარწმუნოებას მეტი ფასი აქვს, ვიდრე იმათისას, რომელნიც ქრისტეს საკუთარი თვალებით ხედავდნენ, რადგან იგი პირველად გულში ჩნდება და შემდეგ, გულიდან გამომავალი ჩვენს გარეგნულ საქმეებში ცხადდება.
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მა...
იხილეთ სრულად
სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათში წიაღშეღწევა მოსურვებიათ.
უფალს ახლაც შეუძლია სასწაულებით ურწმუნონი შეარცხვინოს, ხოლო სულმოკლენი და სუსტნი განამტკიცოს, მაგრამ ამის მიღწევა მას არა იძულებით, ძალდატანებით უნდა, არამედ სურს მასთან თავისუფლად, ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილების შემდეგ მივიდეთ.
სჯულიერი სწავლების აზრი და შინაარსი, მართალია, კაცის ჭკუამ ანუ გონებამ უნდა შეიცნოს, მაგრამ მისი დაჯერება, დარწმუნება და შეტკბობა გულის საქმეა. სხვაა რომელიმე აზრის მიღება და გაზიარება, სხვა დარწმუნება და შეტკბობა.
თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. ...
იხილეთ სრულად
თვით ღვთის სასუფევლის გარეთ მყოფნიც კი ჩვენ განსაცვიფრებლად მდიდრები ვართ, ღმერთმა ამდენი რამ მოგვცა: ჩვენ გონებითა და ემოციებით ვართ დაჯილდოებულნი, ჩვენი ცხოვრება იმდენად სავსეა, რომ შეიძლება მეტის ქონა წარმოუდგენელიც კი ჩანდეს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მივაღწიეთ სისრულესა და მთლიანობას - ჩვენი ძიების მიზანს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არის რაღაც უმეტესი. უნდა ვხარობდეთ იმაზე, რომ როგორი ღარიბებიც არ უნდა ვიყოთ...
ურწმუნოება ჭკუის გალაღებაა, წესიერების დარღვევაააღვირაშობილი უზნეო მეფობაა, სულიერ განათლების დამხობაა, მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკ...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება ჭკუის გალაღებაა, წესიერების დარღვევაააღვირაშობილი უზნეო მეფობაა, სულიერ განათლების დამხობაა, მეცნიერების შეძენის შეფერხებაა და ცხოვრების წინსვლის შემაბრკოლებელია. მრავალნი ურწმუნოების სენით მოწამლულნი სასოწარკვეთილებისკენ მიიზიდვიან და თავს იკლავენ, და ესრეთ წარიწყმედნენ სულსა თვისსა, აუბედურებენ მშობელსა და სამსობლოსაც ეკრგებიან. ღვთის მყოფობის ცნება ბუნებით თანშობილია ადამიანში, ხოლო ურწმუნოება არა ბუნებური თვისებაა, არამედ ზედშემოსრ...