ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვე...
იხილეთ სრულად
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს. თ. 4-6 / 6; 9-10
მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმიდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხები ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმედასა და ზრდაში.
სრულ ჯილდოს ან სრულ სასჯელს ადამიანები მეყვსეულად კერძო სამსჯავროს შემდეგ არ მიიღებენ, არამედ უკანასკნელი სამსჯავროს შემდეგ, რამეთუ ჯილდოს თანაზიარიც და სასჯელისაც სამართლიანობის მიხედვით, სულიც უნდა იყოს და ხორციც, ეს კი მოხდება ...
იხილეთ სრულად
სრულ ჯილდოს ან სრულ სასჯელს ადამიანები მეყვსეულად კერძო სამსჯავროს შემდეგ არ მიიღებენ, არამედ უკანასკნელი სამსჯავროს შემდეგ, რამეთუ ჯილდოს თანაზიარიც და სასჯელისაც სამართლიანობის მიხედვით, სულიც უნდა იყოს და ხორციც, ეს კი მოხდება საყოველთაო აღდგომის შემდეგ.
განმარტება:
I. მეორედ მოსვლის შესახებ იესო ქრისტემ ბრძანა: "რაჟამს მოვიდეს ძე კაცისა დიდებითა თვისითა და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თვისისათა".
II. ასევე...
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ღმრთის ხატებაა, თვით ყველაზე ცოდვილშიც კი არებობს. კაცმა პირველ რიგში სასუფეველი საკუთარ სულსა და გულში უნდა ეძებოს იმ საღმრთო გახსენების აღორძინებით, რომელიც მას უფალმა შთაუნერგა, ანუ სუსტი გრძნობა სიმართლისა, ვითარცა მ...
სასუფეველი ცათა ბრწყინვალე ქალაქის მსგავსია, რომლის მოქალაქენიც მდიდარი და წარჩინებული ადამიანები არიან. როგორც ღარიბსა და უქონელს არ შეუძლია მათ შორის გარევა და მათგან პატივის მიღება, თუ ჯერ სიმდიდრე არ შეიძინა, ასევეა ის ქრისტია...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა ბრწყინვალე ქალაქის მსგავსია, რომლის მოქალაქენიც მდიდარი და წარჩინებული ადამიანები არიან. როგორც ღარიბსა და უქონელს არ შეუძლია მათ შორის გარევა და მათგან პატივის მიღება, თუ ჯერ სიმდიდრე არ შეიძინა, ასევეა ის ქრისტიანიც, რომელიც სულიერ სიმდიდრეს ანუ სათნოებას არ შეიძენს, სასუფეველის მოქალაქედ ვერ შეირაცხება.
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა, ნაცვლად ცოდვისა, მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა, ნაცვლად ცოდვისა, მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ღრმთისა უპირველესად თითოეული კაცის გულში უნდა იყოს, შემდეგ ოჯახსა და ბოლოს მთელ ქვეყანაში.
ამის ქით უკვე განღმრთობაა, რომლის მოპოვება რაიმე მცდელობითა და მოღვაწებით შეუძლებელია, აზრს მოკლებული უგუნურებაა. ეს - მხოლოდ ღმერთის საჩუქარია, მიუწვდომელი, ენით უთქმელი მოწყალება, რომელიც ღმერთმა უნდა გაიღოს მისთვის და მისი საღმ...
იხილეთ სრულად
ამის ქით უკვე განღმრთობაა, რომლის მოპოვება რაიმე მცდელობითა და მოღვაწებით შეუძლებელია, აზრს მოკლებული უგუნურებაა. ეს - მხოლოდ ღმერთის საჩუქარია, მიუწვდომელი, ენით უთქმელი მოწყალება, რომელიც ღმერთმა უნდა გაიღოს მისთვის და მისი საღმრთო სულის ცხოველსმყოფელი მოქმედებით ღირს ჰყოს ამ საჩუქრისა, რომელსაც ადამიანის მხრივ, თუმც, მაინც უნდა თავისებური მოღვაწეობა.
აქ ადამიანი მთელი არსებით ეძლევა სიმდაბლეს, უსასტიკესად იმდაბლებს თავს და ძირის-ძირამდე ჩადის ...
შეუძლებელია იცხოვრო ლოცვით, შეუძლებელია წინ, ღმერთისკენ მიდიოდე, თუ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული. ორივე ხელი თავისუფალი უნდა გვქონდეს, გული - სრულიად გახსნილი, საფულესავით კი არა, რომლის ღიად დატოვებას ვერიდებით, რომ იქიდან ფული არ გ...
იხილეთ სრულად
შეუძლებელია იცხოვრო ლოცვით, შეუძლებელია წინ, ღმერთისკენ მიდიოდე, თუ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული. ორივე ხელი თავისუფალი უნდა გვქონდეს, გული - სრულიად გახსნილი, საფულესავით კი არა, რომლის ღიად დატოვებას ვერიდებით, რომ იქიდან ფული არ გადმოგვიცვივდეს, არამედ როგორც ღია და ცარიელი საფულე, ჩვენი გონებაც სრულიად გახსნილი უნდა იყოს, "ცარიელი" უცხოსა და მოულოდნელისაგან. ამგვარად ვართ ჩვენ ერთდროულად მდიდრებიც და თავისუფლებიც ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან. ...