მოწყალე კაცის გული უხენეშოა, ანუ უზაკველი, რომელიც არ არჩევსმტერსა და მოყვარეს გაჭირვების დროზედ.
მოწყალება თვისებაა ღვთისა, ვითარცა თქმულ არს: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ".
მოწყალე კაცის გული მწუხარეა, რ...
იხილეთ სრულად
მოწყალე კაცის გული უხენეშოა, ანუ უზაკველი, რომელიც არ არჩევსმტერსა და მოყვარეს გაჭირვების დროზედ.
მოწყალება თვისებაა ღვთისა, ვითარცა თქმულ არს: "რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ".
მოწყალე კაცის გული მწუხარეა, როცა ტანჯული ძმისთვის არა აქვს ღონე საშველისა და ესე მწუხარება შეწირულ არს ღვთისა, ვითარცა საქმე.
მოწყალებისა მადლი ისეთი ძლიერია, რომ ავიწყებს კაცს თავის სიამოვნებას, რათა ჭირი მოყვასისა აღასუბუქოს.
მოწყალე კაცის მუცელი არ ივსება სხ...
რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან.
გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო?
იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქ...
იხილეთ სრულად
რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან.
გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო?
იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.
მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია.
უგუნურთან ნუ მრავალსიტყ...
ესეც რომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
ხოლო ღმერთს ძალ...

ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რადგან ყოველთვის ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ, და ამრიგად, ამრავლოთ ყოველი კეთილი საქმე.
როგორც დაწერილია: გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე.
ხოლო ის, ვინც თესლს...
თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
მრისხანება სისასტიკ...
იხილეთ სრულად
თავს ნუ იქებ ხვალინდელი დღით, რადგან არ იცი რას დაბადებს დღე.
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
მძიმეა ლოდი და ქვიშის ტვირთი, მაგრამ უმეცრის ბრაზი ორთავეზე მძიმეა.
მრისხანება სისასტიკეა და სიცოფე წამლეკავია. შურს ვინ აღუდგება წინ?
ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია.
თ. 26-28
ეგრეთვე რომელიც გლახაკთ მოწყალებით უკეთილად განმზადებული არის, ის სიძისა ქრისტესთანა სასუფეველად შევალს; და რომელნიც გლახაკთ მოწყალებით კეთილად განმზადებულნი არ არიან, იმათთვის სასუფევლის კარი დაიხშვის: რამდენიც ქრისტეს ხმა უყონ,...
იხილეთ სრულად
ეგრეთვე რომელიც გლახაკთ მოწყალებით უკეთილად განმზადებული არის, ის სიძისა ქრისტესთანა სასუფეველად შევალს; და რომელნიც გლახაკთ მოწყალებით კეთილად განმზადებულნი არ არიან, იმათთვის სასუფევლის კარი დაიხშვის: რამდენიც ქრისტეს ხმა უყონ, - ქრისტესგან ეს ხმა ესმით: "არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ"