უფალსა და მარადიულ ჩვენს მეუფეს, რომლის ქალაქსაც ჩვენ (მისი მიმდევრები) შევადგენთ, ჩვენთან მოსვლა უნდა, ამიტომ ჩვენც უნდა განუმზადოთ მას ალაგი წრფელი, რადგან ბევრია ჩვენში უფლის მოსვლისათვის დამაბრკოლებელი მიზეზი. არის სივიწროვე, ...
იხილეთ სრულად
უფალსა და მარადიულ ჩვენს მეუფეს, რომლის ქალაქსაც ჩვენ (მისი მიმდევრები) შევადგენთ, ჩვენთან მოსვლა უნდა, ამიტომ ჩვენც უნდა განუმზადოთ მას ალაგი წრფელი, რადგან ბევრია ჩვენში უფლის მოსვლისათვის დამაბრკოლებელი მიზეზი. არის სივიწროვე, ანუ ჩვენი სინიდისის შემავიწროებელი მიდრეკილებანი; არის ბორცები, ანუ ამაყი აზრები, სიტყვები და ქმედებანი; არის ვარდნილები, ანუ ურჩი, უხერხული ჯიუტობანი, და რაც უმთავრესია, არ აქვს ჩვენს გულს ისეთი ჭიშკარი, რომლითაც შესაძლ...
სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის სა...
იხილეთ სრულად
სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის საიდუმლოს “სულის სამკურნალო” ეწოდება. ნადგურდება ადამიანის დაცემისაკენ წარმმართავი, მისი გონების, გულისა და სინდისის დამაჩლუნგებელი, სულიერი ხედვის დამაბრმავებელი და ქრისტიანული ნების დამაუძლურებელი ცოდვები. ისევ აღდგება ც...
სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია.
სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება.
სინანული სი...
იხილეთ სრულად
სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია.
სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება.
სინანული სინდისის განწმენდაა.
სინანული ნუგეშისცემის კარია, პირადი ნების დამარცხებითა და უარყოფით.
სინანული ყოველგვარი ტანჯვის ნებით დათმენაა.
მონანული ისაა, ვინც საკუთარ სასჯელს თვითონვე მოიპოვებს.
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველ...
იხილეთ სრულად
სინანულის მადლი, მათში მოქმედი, ვინც მოსაგრეობს, მემკვიდრეობაა, მამათაგან დატოვებული. ეს გაცვლა და ღმრთაებრივი ვაჭრობაა, რომელშიც ჩვენ ვაძლევთ მიწას, სანაცვლოდ კი ზეცას ვიღებთ, ვცვლით ნივთიერებას და ვიღებთ სულს. ყოველი ოფლი, ყოველი ტკივილი, ყოველი ღვაწლი ჩვენი ღმრთისათვის გაწეული - სავაჭრო გაცვლაა; სისხლის გაღება და სულის ჩაღვრაა.
სინანული სამოთხის გარშემო მახლობელ მამულში ყოფაა და სასუფეველის კარის ბჭეა, ვითარცა მაცხოვარი იტყვის: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. ჭეშმარიტად, ვინც სინანულში იმყოფება, მისთვის ახლო არს სასუფეველი.
ღმერთი არავის განარჩევს. მდიდარსაც და ღარიბსაც თანავბრად ეძლევა სულიწმიდის მადლი. ზოგი რომ სიმდიდრეშია და ზოგი - სიღარიბეში - ეს ან წინაპრებისგან გადადის, ან მეტი არ ეძლევათ, რათა არ დაიღუპონ და გადასარჩენი სულები გადარჩნენ; და კი...
იხილეთ სრულად
ღმერთი არავის განარჩევს. მდიდარსაც და ღარიბსაც თანავბრად ეძლევა სულიწმიდის მადლი. ზოგი რომ სიმდიდრეშია და ზოგი - სიღარიბეში - ეს ან წინაპრებისგან გადადის, ან მეტი არ ეძლევათ, რათა არ დაიღუპონ და გადასარჩენი სულები გადარჩნენ; და კიდევ, როგორც წმიდა ანდრია სალოსის ცხოვრებაში წერია - ხოლო უკეთუ უკეთურთა განამდიდრებს და მართალთა რომელთამე აჭირვებს, ამისთვის არს ესე, რამეთუ არცა მართალი იპოების, თუმცა არა აქვნდა ცოდვა, და კუალად არცა ცოდვილი, თუმცა არ...