ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება, ვიდრე თავის თავს, - თავის სულიერ მდგომარეობას. ადვილია ამ საგნის შესწავლა, რომლის ნიადაგი ერთბუნებურ კანონზეა დამოკიდებული, თუ ერთხელ მისი კანონების საიდუმლო ძალები შეიგნო და შეისწავლა კ...
იხილეთ სრულად
ადამიანი ყველაფერს უფრო ადვილას შეეცნობება, ვიდრე თავის თავს, - თავის სულიერ მდგომარეობას. ადვილია ამ საგნის შესწავლა, რომლის ნიადაგი ერთბუნებურ კანონზეა დამოკიდებული, თუ ერთხელ მისი კანონების საიდუმლო ძალები შეიგნო და შეისწავლა კაცმა, მერე არ სჭირია იმის შესახებ არავითარი დამატებითი შრომა, რადგან უცვლელია ბუნების წეს-რიგთა დიდებულებანი. ხოლო თავის ცნობა და მისი ბუნებურ ორხარისხოვან მნიშვნელობათა გარჩევა და ზედმიწევნით შესწავლა დაუმთავრებელი რჩებ...
ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
თუ ღმერთს...
იხილეთ სრულად
ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.
თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.
სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო.
ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს...
ვეძებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, სიმშვიდეს, მაგრამ არცერთი არ მყოფობს ჩვენში, რადგან ეს ყოველივე საკუთარ თავზე გამარჯვების შედეგად იშვება მხოლოდ. გამარჯვებასაც კი შევუბღალეთ შინაარსი ჩვენს ცხოვრებაში და ეს ცნება ისევ სხვაზ...
იხილეთ სრულად
ვეძებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, სიმშვიდეს, მაგრამ არცერთი არ მყოფობს ჩვენში, რადგან ეს ყოველივე საკუთარ თავზე გამარჯვების შედეგად იშვება მხოლოდ. გამარჯვებასაც კი შევუბღალეთ შინაარსი ჩვენს ცხოვრებაში და ეს ცნება ისევ სხვაზე პირადი გავლენისა და წარმატების აღსანიშნ ცნებად ვაქციეთ. დაგვავიწყდა, რომ თითოეული ადამიანის საკუთარ თავზე გამარჯვება საყოველთაო გამარჯვების შედეგი იქნება. ამის შედეგად იბადება მხოლოდ ის, რასაც დღენიადაგ ვეძებთ: სიმშვიდ...
"განვიცადე თავი ჩემი და გამიკვირდა" - ამბობს ბრძენი წინასწარმეტყველი დავით. ადამიანზე უსაკვირველესი არსთა შორის არაფერი გამოჩენილა; - თუმცა პატარა არსებაა გვამით ადამიანი, მაგრამ მთელი ცად და ქვეყნის არსებულ გვამთა ნაწილები ადამია...
იხილეთ სრულად
"განვიცადე თავი ჩემი და გამიკვირდა" - ამბობს ბრძენი წინასწარმეტყველი დავით. ადამიანზე უსაკვირველესი არსთა შორის არაფერი გამოჩენილა; - თუმცა პატარა არსებაა გვამით ადამიანი, მაგრამ მთელი ცად და ქვეყნის არსებულ გვამთა ნაწილები ადამიანში საიდუმლოებით არსებობს. ყველა ის მოვლენანი, რაც ხდება ცა და ქვეყნის მოძრაობაში, უნაკლულოდ იგივეობა ხდება, ბუნებურ წეს კანონთა დამოკიდებულებით ადამიანში.
სადაც სიტყვაა, იქაა სულიც. სულს იგივე ერთობა აქვს ძესთან, რაც ძეს მამასთან, იგივე თვისებაც. რამეთუ, სადაც ნათელია, იქვეა ბრწყინვალებაც. სული საკუთარი ხატია ძისა, მისი ცოცხალი ქმედება და ელვარე მადლი. სული სიტყვასთან აერთებს ქმნილე...
იხილეთ სრულად
სადაც სიტყვაა, იქაა სულიც. სულს იგივე ერთობა აქვს ძესთან, რაც ძეს მამასთან, იგივე თვისებაც. რამეთუ, სადაც ნათელია, იქვეა ბრწყინვალებაც. სული საკუთარი ხატია ძისა, მისი ცოცხალი ქმედება და ელვარე მადლი. სული სიტყვასთან აერთებს ქმნილებას და სულის მიერ სიტყუა მამის საბოძვართ ანიჭებს ქმნილებას, რამეთუ მოქმედებს და ყოველივეს ანიჭებს თვით მამა ძით სულის მიერ.
როგორც იგი, ვისი სულიც განათლებული არ არის, სულიერი ჭვრეტისთვის არ გამოდგება, ასევე მას, ვინც მდიდრად ბრწყინავს სულიწმიდის მადლით, არ შეჰფერის მათზე თქვას რაიმე. რამეთუ პირველ შემთხვევაში ნათელი აზრების სიღარიბეს გონების უმეცრების...
იხილეთ სრულად
როგორც იგი, ვისი სულიც განათლებული არ არის, სულიერი ჭვრეტისთვის არ გამოდგება, ასევე მას, ვინც მდიდრად ბრწყინავს სულიწმიდის მადლით, არ შეჰფერის მათზე თქვას რაიმე. რამეთუ პირველ შემთხვევაში ნათელი აზრების სიღარიბეს გონების უმეცრების წყვდიადით მოსავს, აქ კი მათი სიუხვით ღვთის სიყვარულით დამთვრალ სულს სურს უსიტყვოდ დატკბეს უფლის სიყვარულით.
როგორც ჯებირებში მომწყვდეული წყალი მიილტვის მაღლა, საკუთარ დინებას მიცემული, იღვრება ყველა მხარეს და მიისწრაფის დაბალი ადგილებისაკენ, ასევე სულიც, დაჯილდოვებული კეთილგონიერი მდუმარებით, იგი თავის თავში გროვდება და მიისწრაფის მაღლა...
იხილეთ სრულად
როგორც ჯებირებში მომწყვდეული წყალი მიილტვის მაღლა, საკუთარ დინებას მიცემული, იღვრება ყველა მხარეს და მიისწრაფის დაბალი ადგილებისაკენ, ასევე სულიც, დაჯილდოვებული კეთილგონიერი მდუმარებით, იგი თავის თავში გროვდება და მიისწრაფის მაღლა, მაშინ კი, როცა მრავალმეტყველებას მიეცემა, იგი, ასე ვთქვათ, გარეგნულ შორეულ საგნებზე მოედინება
ილუზია ყოფისგან გათავისუფლების პროცესში განმარტოების თანმხლები არის ცხოვრებასა და აზროვნებაში უცილობელი ცვლილება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ზნეობისა და კეთილსინდისიერებისკენ ჯერ თვალთამზერის მიპყრობას და შემდეგ მისკენ სწრაფვა...
იხილეთ სრულად
ილუზია ყოფისგან გათავისუფლების პროცესში განმარტოების თანმხლები არის ცხოვრებასა და აზროვნებაში უცილობელი ცვლილება. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ზნეობისა და კეთილსინდისიერებისკენ ჯერ თვალთამზერის მიპყრობას და შემდეგ მისკენ სწრაფვას.