თუ გსურს შენი სხეული შენვე განაგო, ნუ დაქორწინდები. ამიტომ არის უქორწინებლობა სრულყოფილება. თქვენც, მეუღლეებო, გსურთ თავშეკავება, რათა ღმერთს მიუძღვნათ თავი? ასეც მოიქეცით. ეს კი არის სრულყოფილება ქორწინებაში. თუ არ განეშორებით ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს შენი სხეული შენვე განაგო, ნუ დაქორწინდები. ამიტომ არის უქორწინებლობა სრულყოფილება. თქვენც, მეუღლეებო, გსურთ თავშეკავება, რათა ღმერთს მიუძღვნათ თავი? ასეც მოიქეცით. ეს კი არის სრულყოფილება ქორწინებაში. თუ არ განეშორებით ურთიერთას, ჯერ კიდევ არ იქნება სრულყოფილება, ამიტომაც გვეუბნება მოციქული ამას “შენდობით, არა თუ ბრძანებით”.
ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ცოდვას სჩადის, არა მხოლოდ თავის თავს იგდებს სნეულებასა და უბედურებაში, არამედ სენსა და განსაცდელს წინასწარ უმზადებს თავის შთამომავლობასაც, რადგან მისი ხორციელი, თუ სულიერი თვისებები შვილებსა და საერთოდ, მომავალ თაობებზე გადადის.
მამაკაცისა და დედაკაცის ანატომიური აგებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოთხეში კაცთა მოდგმის გაგრძელება წარიმართებოდა ზუსტად იმგვარად, როგორც ახლა ხდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი სიახლოვე იქნებოდა უვნებო, ანუ ტ...
იხილეთ სრულად
მამაკაცისა და დედაკაცის ანატომიური აგებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამოთხეში კაცთა მოდგმის გაგრძელება წარიმართებოდა ზუსტად იმგვარად, როგორც ახლა ხდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი სიახლოვე იქნებოდა უვნებო, ანუ ტკბობისა და ტკივილის გარეშე. მაგრამ დაცემის შემდგომ, კაცთა ბუნება მიისწრაფის გაექცეს ტანჯვას და რადგან ბავშვების გაჩენასა და აღზრდას ახლავს ჯაფა და სნეულებანი, ადამიანი, რომელიც მიდრეკილია მცონარებისკენ, ბოროტად გამოიყენე...
მე მინდა, რომ უზრუნველნი იყოთ. უქორწინებელი უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს;
დაქორწინებული კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. განსხვავებაა გათხოვილსა და ქალწულს შორისაც:
გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა წ...
იხილეთ სრულად
მე მინდა, რომ უზრუნველნი იყოთ. უქორწინებელი უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს;
დაქორწინებული კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს. განსხვავებაა გათხოვილსა და ქალწულს შორისაც:
გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა წმიდა იყოს ხორცითაც და სულითაც; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.
თ. 7-9
როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ქრისტიანს თავისი ცოდვების აღიარებისა რცხვენია, რაც ძნელად დასაჯერებელია. თუ სნეული ექიმს არ ეტყვის, რა სტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოსძულებია; ასევეა ცოდვილიც, რომელიც აღსარების ...
იხილეთ სრულად
როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ქრისტიანს თავისი ცოდვების აღიარებისა რცხვენია, რაც ძნელად დასაჯერებელია. თუ სნეული ექიმს არ ეტყვის, რა სტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოსძულებია; ასევეა ცოდვილიც, რომელიც აღსარების სათქმელად მიდის და ცოდვების დამალვას აპირებს.
რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: “გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რ...
იხილეთ სრულად
რაოდენ ვერაგია ეშმაკი! ჩემს სულიერ შვილებს, ვისაც ბედნიერი, ქრისტიანული ოჯახები აქვთ, ჩასჩურჩულებს: “გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ მონასტერში წასულიყავი და ზეციურ სულიერებაში გეპოვა ნუგეში, გეცხოვრა ოჯახური საზრუნავისგან შორს, რაც ყურადღებას გიფანტავს და გთრგუნავს!”
ხოლო ჩემს სულიერ შვილებს, რომლებიც ისწრაფოდნენ დაემარხათ ქალწულება ქრისტესთვის და მონასტერში წავიდნენ, ცდილობს, ჩააგონოს: “სჯობდა, ცოლი მოგეყვანა, სახლშივე შეგექმნა ეკლესია და ოჯახუ...
ყოველი ცოდვა ისეთი თესლია, რომელიც თავის დროზე მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, ვინც სცოდავს, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფთ. იგი ფრიად მძიმე ტვირთს გადასცემს შთამომავლობას, რომელიც მისი...
იხილეთ სრულად
ყოველი ცოდვა ისეთი თესლია, რომელიც თავის დროზე მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, ვინც სცოდავს, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფთ. იგი ფრიად მძიმე ტვირთს გადასცემს შთამომავლობას, რომელიც მისი ცოდვის უნებლიე მემკვიდრე ხდება, ღმერთმა ყოველ ცოდვას რომელიმე უბედურება განგებ დაუკავშირა, რათა ადამიანს, რომელსაც ბუნებრივად დიდი მიდრეკილება აქვს ცოდვის ჩადენისაკენ, შეეშინდეს და გაფრთხილდეს. ცოდვის საპირისპირო მადლი ...