მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა: სწრაფად იპყრობს გონებას ისე, რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპით ტკბება და გული მისი სურვილითაა...
იხილეთ სრულად
მთელი შენი ყურადღება მხედველობის დაცვას მიაპყარი, რადგან ეს გრძნობა ქურდივითაა: სწრაფად იპყრობს გონებას ისე, რომ თვალის დახამხამებაში ვნებიანი შეხედვით გონებაში კერპის სახე აღიბეჭდება, სული ამ კერპით ტკბება და გული მისი სურვილითაა შეპყრობილი და ცოდვაშია კაცი, როგორც უფალმა ბრძანა ამის შესახებ: “.. ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა” (მათ. 5, 28). ამიტომაც გვიანდერძა სოლომონმა თვალების დაცვა:...
ასეა, ბოლოს სუყველა წავალთ,
როცა ცხოვრების თამაში დაგვღლის,
ზოგი გაჰყვება ვარსკვლავთასავალს,
სივრცე გახდება იმისი სახლი.
ზოგიც ჭაობში დარჩება ისევ,
ერთხელ არ სცადა ვინაც აფრენა,
მისთვის მაისი ვე...
იხილეთ სრულად
ასეა, ბოლოს სუყველა წავალთ,
როცა ცხოვრების თამაში დაგვღლის,
ზოგი გაჰყვება ვარსკვლავთასავალს,
სივრცე გახდება იმისი სახლი.
ზოგიც ჭაობში დარჩება ისევ,
ერთხელ არ სცადა ვინაც აფრენა,
მისთვის მაისი ვერ იმაისებს
და ვერც მოახვევს ქარებს აფრებად.
დაფნის რტოები ამკობენ ლხენით
მესხეთის მიწას, სტრატფორდს, ვაიმარს...
ვინც უკვდავება ბულბულის ენით
ვერ აგალობა ქვეყნად, ვაი მას...
ცოდვას აქვს მიდრეკილება ბოროტისაკენ, მაგრამ თუ შეყოვნდება მასში და უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენს, ამით სინდისის ხმასაც ჩაახშობს, ეჭვს შეიტანს უფლის აღთქმაში, მათ სამართლიანობაში და, ბოლოსდაბოლოს, სულ კარგავს რწმენას - უარყოფს ეკლესია...
იხილეთ სრულად
ცოდვას აქვს მიდრეკილება ბოროტისაკენ, მაგრამ თუ შეყოვნდება მასში და უფრო დიდ ბოროტებას ჩაიდენს, ამით სინდისის ხმასაც ჩაახშობს, ეჭვს შეიტანს უფლის აღთქმაში, მათ სამართლიანობაში და, ბოლოსდაბოლოს, სულ კარგავს რწმენას - უარყოფს ეკლესიას და საიდუმლოებებს, უწინარეს ყოვლისა, მონანიებას და აღსარებას.
ყოველ ცოდვას ადამიანისათვის ხორციელი და სულიერი უბედურება მოსდევს. დიდი ცოდვა დიდ უბედურებას შეამთხვევს კაცს, მცირედი - მცირეს. პირველი, ყველაზე საშინელი შედეგი, ანუ ნაყოფი ცოდვისა, ესაა, რომ იგი კაცს ღმერთის მადლს მოაკლებს, და ამ...
იხილეთ სრულად
ყოველ ცოდვას ადამიანისათვის ხორციელი და სულიერი უბედურება მოსდევს. დიდი ცოდვა დიდ უბედურებას შეამთხვევს კაცს, მცირედი - მცირეს. პირველი, ყველაზე საშინელი შედეგი, ანუ ნაყოფი ცოდვისა, ესაა, რომ იგი კაცს ღმერთის მადლს მოაკლებს, და ამგვარად წარწყმედს მას
სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანი არ არიან? ვითომ ხელიხელგაყრილნი არ დაიარებიან ამ მუშტი-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე-ყოველ გამართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორპირია ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის.
ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვინდობს, თუ ნახავს, რომ ცოდვის გამო, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, გულწრფელად ვწუხვართ. თუ ჩვენს თავს ცოდვებს ჩვენვე მივუტევებთ, მაშინ ცხადია, მისგან შენდობას ვერ მივიღებთ
რა მოუვათ დაოჯახებულ ადამიანებს? ნუთუ მათთვის ზეციური სასუფეველი დაკარგულია? რასაკვირველია, არა. უფალმა ყველა თავის საქმეზე უწინარეს ქორწინების საიდუმლო დაადგინა, იგი გალილეას კანაში აკურთხა.
შენ შენი ცოდვები უნდა აღიარო და არა ძმისა, და ნუ წააფარებ ზეწარსა გასამართლებელად და ნურცა სირცხვილითა დაფარავ მას, რამეთუ სირცხვილი ესე არს გამწმედელი ცოდვათა შენთა.