ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მე...
იხილეთ სრულად
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მეფობა. ხორციელ შვილთა ყოლას ადამიანები უდიდეს სიკეთედ მიიჩნევენ, მან კი უგულებელყო თავისთვის ქორწინება და ხორციელი შთამომავლობის დატოვება; ისინი უკიდურესი ზიზღით უფრთხიან თავის უპატიო-ყოფასა და დამცირებას, იესო ქრისტემ კი...
ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.
რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება.
იხილეთ სრულად
ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.
რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები, ასევე სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი ცოდვისგან ვერ განიწმიდება.
მიწყივ მოფიცარი, უსჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება; თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანავე იქნება და თუკი არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს; ხოლო ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი აღივსება უბედ...
კვალავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ, ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლ...
იხილეთ სრულად
კვალავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ, ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;
ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალემს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.
ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.
არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.
თ...
ჩვენც უფლის მოწაფეთა მსგავსად უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათელით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და სიმშვენიერისაკენ; სულიერი თვალი ქვენა, მიწიერი ზრახვ...
იხილეთ სრულად
ჩვენც უფლის მოწაფეთა მსგავსად უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათელით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და სიმშვენიერისაკენ; სულიერი თვალი ქვენა, მიწიერი ზრახვებისაგან განვიწმიდოთ, დავუტევოთ ფუჭი, წუთიერი სიამენი, რომელნიც ჩირქსა გვცხებენ და სულს გეჰენიის წყვდიადისაკენ მიაქანებენ.
უფლის ფერიცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ექვემდებარება. უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს. გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაე...
იხილეთ სრულად
უფლის ფერიცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ექვემდებარება. უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს. გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაებრივი სულის ძალამ - ამ ენით აღუწერელმა ნათელმა.
ჩვენი უფლის ფერიცვალება თაბორის მთაზე მერვე დღის საიდუმლოა, ესე იგი მომავალი საუკუნისა, რომელიც მხოლოდ ექვს დღეში აშენებული სამყაროს დაღუპვის შემდეგ აღმოცენდება და აღმობრწყინდება.
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი სიტყვა მსმენელებს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭიროებანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწავლა-დარიგებებს ...
იხილეთ სრულად
მეორე სახე ქადაგებისა ისაა, როცა მქადაგებელი ცდილობს მისი სიტყვა მსმენელებს დაუახლოვოს. მან წინასწარ იცის სულიერი ნაკლოვანებანი და საჭიროებანი მსმენელებისა და ქადაგებას მათ შესაბამისად წარმოთქვამს, ანუ შესაფერის სწავლა-დარიგებებს იძლევა. იგი ცდილობს, რომ მისი სიტყვა უქმად და განყენებულად არ დარჩეს, ასე რომ, ყოველმა მასში მისი სულიერი მდგომარეობა, ვითარცა სარკეში, ისე უნდა დაინახოს. ასეთი მქადაგებელი მჭევრმეტყველების გარეგნულ ხერხებზე კი არ ზრუნავ...