ღვთისმშობელს ადამიანთა უბედურებისა და ცოდვებისაგან დახსნა ძალუძს, რაზეც ეკლესიის გამოცდილება მეტყველებს. მას შეუძლია ხსნა მოგვანიჭოს, შეევედროს ძეს თვისას სამყაროს მხსნელს.
კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა სულიერი სიფაქიზე. კრძალული ადამიანი, შესაძლოა შევიწროებული იყოს, მაგრამ ეს იწროება მის გულში თაფლის წყაროს ადენს, ამას მის ცხოვრებაში სიხარული მოაქვს და არა მწუხარება. კრძალული ადამი...
იხილეთ სრულად
კრძალვა ეს ღვთის შიშია, შინაგანი მოკრძალებულობა სულიერი სიფაქიზე. კრძალული ადამიანი, შესაძლოა შევიწროებული იყოს, მაგრამ ეს იწროება მის გულში თაფლის წყაროს ადენს, ამას მის ცხოვრებაში სიხარული მოაქვს და არა მწუხარება. კრძალული ადამიანის მოქმედებები ფაქიზი და აკურატულია, ის მკაფიოდ გრძნობს ღმერთის, ანგელოზებისა და წმიდანების მყოფობას. იგი აშკარად განიცდის, რომ მასთან არის მისი მაყვედრებელი - მფარველი ანგელოზი. მის გონებაში გამუდმებით არსებობს აზრი ი...
ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშლობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას. მისი სიყვარული იყო სრულქმნილი. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და ძე თვისი, მაგრამ მას უყვარდა ადამიანებიც უდიდესი სიყვარულით. წარმოიდ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშლობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას. მისი სიყვარული იყო სრულქმნილი. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და ძე თვისი, მაგრამ მას უყვარდა ადამიანებიც უდიდესი სიყვარულით. წარმოიდგინეთ, რა განიცადა მან, როცა ამ ადამიანებმა, რომლებიც მას ასე ძლიერ უყვარდა და რომელთა გადარჩენა ასე გულით ეწადა, ჯვარზე გააკრეს მისი საყვარელი ძე? ჩვენ ამის ჩაწვდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენში მცირე სიყვარულია ღმერ...
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
საიდუმლო უფლისა, მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
ფსალმუნი 24-26
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.
რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში.
ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.
უ...
იხილეთ სრულად
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.
რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში.
ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.
უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიექცევით, რათა არ დაეცეთ. უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური.
უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.
გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმ...
უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა.
უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს.
უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.
სიბრძნის ს...
იხილეთ სრულად
უფლის შიში დიდება და პატივია, შვება და გვირგვინია სიხარულისა.
უფლის შიში გულს ატკბობს და შვებას, სიხარულსა და დღეგრძელობას ანიჭებს.
უფლის მოშიშს ბოლო კეთილი ექნება და იკურთხება თავისი აღსასრულის დღეს.
სიბრძნის სათავე უფლის შიშია და მორწმუნეებს საშოდანვე დაჰყვება თან.
ადამიანებში ბუდედ გაიკეთა საუკუნო საფუძველი და მათ შთამომავლებს მიენდობა.
უფლის შიშია სიბრძნის სისავსე და გააძღობს მათ მისი ნაყოფით.
მთელს სახლს აუვსებს სასურველით და საჭურჭლეებს თ...
ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე...
იხილეთ სრულად
ნეტარია და სამგზის ნეტარი ღმრთისმოშიში კაცი. ღმერთის ამ შიშისაგან იშვება ღმერთისადმი ნდობა და ადამიანს მთელი გულით სჯერა, რომ ვინაიდან სრულიად უძღვნა თავი ღმერთს, ღმერთიც მთლიანად ზრუნავს მასზე და საკვებისა და ჭერის გარდა, რომელზე ზრუნვისთვისაც თვითონ ღმერთი აღძრავს ადამიანს, სხვა საზრუნავი კაცს არ გააჩნია. ხოლო, დაჰყვება რა ღმრთის ნებას, იგი მთელი სიწრფოებით ემორჩილება მას.
ნუ გექნება მათთან ურთიერთობა, ვისაც არ უპყრიეს შიში უფლისა, იმიტომ, რომ ისინი არც რამეს იტყვიან და არც აკეთებენ უფლისათვის სასარგებლოს; არას იტყვიან არც ღირსებაზე, არც პატიოსნებაზე, არც სასოებაზე, არც სიწმიდეზე. მათი სიტყვა მახეა ...
იხილეთ სრულად
ნუ გექნება მათთან ურთიერთობა, ვისაც არ უპყრიეს შიში უფლისა, იმიტომ, რომ ისინი არც რამეს იტყვიან და არც აკეთებენ უფლისათვის სასარგებლოს; არას იტყვიან არც ღირსებაზე, არც პატიოსნებაზე, არც სასოებაზე, არც სიწმიდეზე. მათი სიტყვა მახეა სასიკვდინე, მათი რჩევა - ჯოჯოხეთის უფსკრულია, მათი ერთობა - სულიერად დაღუპვაა.