ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფ...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ.
წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის ამ სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ...
იხილეთ სრულად
წუთისოფელი წარმავალია და ყოველივეც - მას შინა. ამიტომაც, ცათა სასუფევლის მჭვრეტელი გონება კარგად აცნობიერებს მაცხოვრის ამ სიტყვების სიღრმესა და მნიშვნელობას: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი.“ (მთ.10,37).
დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რ...
იხილეთ სრულად
დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.
პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურ...
იხილეთ სრულად
პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24) .
ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი, იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება...
იხილეთ სრულად
ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი, იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება დათესა და წუთისოფელი დაამძიმა და დაამახინჯა.
ცხოვრება უნდა იყოს ერთარსი რწმენისა, ადამიანი კი - სიყვარულისა. იქ სადაც შინაგანი და გარეგანი ერთარსად არ არის ქცეული, სადაც არ არის შინაგანი სულიერი ერთობა ადამიანისა ღვთიურ სამყაროსთან, იქ არც სიყვარულია, იქ ყველაფერი გარეგანია,...
იხილეთ სრულად
ცხოვრება უნდა იყოს ერთარსი რწმენისა, ადამიანი კი - სიყვარულისა. იქ სადაც შინაგანი და გარეგანი ერთარსად არ არის ქცეული, სადაც არ არის შინაგანი სულიერი ერთობა ადამიანისა ღვთიურ სამყაროსთან, იქ არც სიყვარულია, იქ ყველაფერი გარეგანია, უხეშად მატერიალური, დროებითი, იქ სრული გულგრილობაა.
მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამბობს მამა სერგი ბულგაკოვი, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ჭეშმარიტ...
იხილეთ სრულად
მართალია, ძნელია გზა თანამედროვეობიდან მართლმადიდებლობისაკენ და პირიქით, - როგორც ამბობს მამა სერგი ბულგაკოვი, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა განვვლოთ, რადგან ადამიანს სჭირდება არა ფილოსოფიური იდეა ღვთაებრივის შესახებ, არამედ ჭეშმარიტი ცოცხალი რწმენა ღვთისა - ქრისტესი და ეკლესიისა.