ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია. მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღმრთაება.
ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს, როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე, როგორც დედა შვილს, რომელი...
იხილეთ სრულად
ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს, მაშინ, როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს, როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე, როგორც დედა შვილს, რომელიც ეს-ესაა სიარულს იწყებს. დღეს ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმინდანები შეგვეწევიან მეტად, ვიდრე ძველ დროში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმის. და სადამდე მივიდოდა ქვეყნირება, ეს შეწევნა რომ არ ყოფილიყო! ადამიანების უმრავლეს...
ღმერთი დედა-ფრინველს ჰგავს: თვალს მოჰკრავს თუ არა გადმოვარდნილ ბარტყს, მის ასაყვანად თვითონაც ამოფრინდება ბუდიდან. როდესაც დაინახავს საფრთხეს, რომ ბარტყი შეიძლება გველმა გადასანსლოს, იგი შესაბრალისი კრიახით დაფრინავს მის და სხვა ბ...
იხილეთ სრულად
ღმერთი დედა-ფრინველს ჰგავს: თვალს მოჰკრავს თუ არა გადმოვარდნილ ბარტყს, მის ასაყვანად თვითონაც ამოფრინდება ბუდიდან. როდესაც დაინახავს საფრთხეს, რომ ბარტყი შეიძლება გველმა გადასანსლოს, იგი შესაბრალისი კრიახით დაფრინავს მის და სხვა ბარტყების გარშემო, არ შეუძლია გულგრილად უყუროს, თუ როგორ იღუპება ერთი მათგანიც კი.
ღმერთი განუყოფელია და იგი მთლიანად არის ყველგან, თავისი რაღაც ნაწილით კი არ ჰგიებს ქმნილების ნაწილში, სხეულებრივად გაყოფილი და დაცალკევებული, არამედ მთლიანად ჰგიებს მთელს თავის ქმნილებაში, ყოველივეში და მთლიანადვე არის ყოველივეზე ...
იხილეთ სრულად
ღმერთი განუყოფელია და იგი მთლიანად არის ყველგან, თავისი რაღაც ნაწილით კი არ ჰგიებს ქმნილების ნაწილში, სხეულებრივად გაყოფილი და დაცალკევებული, არამედ მთლიანად ჰგიებს მთელს თავის ქმნილებაში, ყოველივეში და მთლიანადვე არის ყოველივეზე აღმატებული.
ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის აღვსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "... აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯვენესა შინა შენსა სრულიად" (ფს. 1...
იხილეთ სრულად
ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის აღვსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "... აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯვენესა შინა შენსა სრულიად" (ფს. 15, 11).
ღმერთი ის არის, ვინც არსებობს. ის არის იგი, ვინც თავადაა მყოფობა. ის არის სისრულე არსებობისა, სისრულე გაბრწყინებული, მოზეიმე ცხოვრებისა. იგი ყოვლადკმაყოფილია (ეს სიტყვა აქ თანამედროვე მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, არამედ იმ აზრით,...
იხილეთ სრულად
ღმერთი ის არის, ვინც არსებობს. ის არის იგი, ვინც თავადაა მყოფობა. ის არის სისრულე არსებობისა, სისრულე გაბრწყინებული, მოზეიმე ცხოვრებისა. იგი ყოვლადკმაყოფილია (ეს სიტყვა აქ თანამედროვე მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, არამედ იმ აზრით, რომ იგი რაიმე ნაკლებობას არ განიცდის). მას აქვს ყველაფერი მთელი სისრულით, მას არაფერი სჭირდება. მას არავის, არაფრის, არანაირი ქმნილების უკუგდება არ სურს, იმიტომ, რომ თვითონაა სიყვარული, ანუ დღესასწაული სიცოცხლისა, რომლი...
ღმერთი თითქოსდა ცხოველსმყოფელი სვეტია, ჩვენ კი ტოტები, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. ნაყოფი ყვავილს არ ჰგავს, ყვავილი არ ჰგავს ტოტს, ერთი ტოტი მეორეს მსგავსი არ არის, მაგრამ მათ იმიტომ შეუძლიათ, იყვნენ განსხვავებულები და ინდივიდუალუ...
იხილეთ სრულად
ღმერთი თითქოსდა ცხოველსმყოფელი სვეტია, ჩვენ კი ტოტები, ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. ნაყოფი ყვავილს არ ჰგავს, ყვავილი არ ჰგავს ტოტს, ერთი ტოტი მეორეს მსგავსი არ არის, მაგრამ მათ იმიტომ შეუძლიათ, იყვნენ განსხვავებულები და ინდივიდუალურები, რომ ერთადერთი მრავალმხრივი, რთული, მდიდარი სიცოცხლე მიედინება მათში, რომელიც ხეს აქცევს ერთდროულად მთლიანობად და უსასრულო მრავალფეროვან სიმრავლედ. დედამიწაზე არ არსებობს ორი ერთნაირი ფოთოლი იმიტომ, რომ იგივე ცხოველ...